ჩემი თეკლა უკვე დიდი გოგოა. წუხელ ჩემთან დარჩა, თავისით გამოიცვალა ტანსაცმელი და დაიძინა. მიდარაჯებული ვიყავი, როდის ახსენებდა მარის, თან მეშინოდა, რადგან სახლში მარტო მე და თეკლა ვიყავით. დილამდე კარგად ეძინა, დილით კი კარგ ხასიათზე გაიღვიძა, ჩაიცვა და ისაუზმა. მერე გაახსენდა მარი. დედიკო არ მოსულაო? ძინავს, ჯერ ადრეა, არ დავურეკოთთქო. ძლივს გავიყვანე დრო 10 საათამდე, მერე მაინც დაურეკა და საყვედურებით აავსო მარიც და ირაკლიც. :) ამის მერე ექიმობანა და მოდელობა ვითამაშეთ. ექიმი, რა თქმა უნდა, თეკლა იყო, ავადმყოფიც, გასაგებია, ვინ იქნებოდა. წნევა რამდენჯერმე გამიზომა და წამლებიც გამომიწერა. არც რჩევა-დარიგება დაუკლია. მოდელი თეკლა იყო, ბებო კი ფოტოგრაფი. შედევრებს მერე მოგაწვდით :) მერე სკოლაში წავედით და ფიზიკაც გავიმეორეთ :)
No comments:
Post a Comment