2014 წლის 11-14 ივნისს გუდაურში გაიმართა ტრენერთა
ტრენინგი „ტრენერთა სკოლის“ ეგიდით.
11 ივნისს 16.00 წუთზე თბილისის მასწავლებლის სახლიდან
გასვლა სამარშრუტო ტაქსებით გუდაურის მიმართულებით. მთელი გზა წვიმდა, თან „ლომისობის“
გამო მლეთის ტერიტორიის გავლას ტრანსპორტი დიდი დრო მოუნდა. 18.30 წუთზე სასტუმრო
„მარკო პოლოში“ ჩასვლა და ნომრებში განაწილება. ორადგილიან ნომერში 210 ვცხოვრობდით
ფიზიკის ტრენერები ნინო შენგელია რუსთავიდან და მე, ნანა სვანიძე ქუთაისიდან.
19.00-ზე ვახშამი სასტუმროს ნულოვან სართულზე.
სასტუმროს მომსახურება იყო კარგი. სამჯერადი კვება და
სადილსა და ვახშამს შორის ყავა-ჩაი.
12 ივნისი.
09:00-10.30
საუზმე
10:30-14.00 ტრენინგი (ტრენერი რუსუდან თედორაძე)
ტრენინგის თემა: მოტივაცია და სწავლების დიფერენციაცია
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები:
*გაითავისებენ მოცემული ტრენინგების ციკლის ჩატარების
საჭიროებასა და მიზნებს;
*გააცნობიერებენ...
სესიის შინაარსი:
*განწყობა
*მოტივაცია და მისი სახეები
*მოტივაციის ამაღლების საშუალებები
*ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოტივაციაზე
*მასლოუს მოტივაციის იერარქია
მოტივაცია არის არსებული მდგომარეობის შეცვლის სურვილი.
ე.ი. არსებული მდგომარეობის გადაყვანა სასურველ მდგომარეობაში.
I მოლოდინები
გონებრივი იერიშით დიაგნოსტირება: ვერბალური; ასოციაციის
რუკა; არავერბალური. უნდა გაირკვეს ტრენერთა ჯგუფის როლი.
II სტრატეგიის შერჩევა 1) მინი ლექცია; 2) კითხვა-პასუხი; 3) დისკუსია
და სხვა სასწავლო სტრატეგიებით.
III შეჯამება მოტივაცია: გარეგანი, შინაგანი და სიტუაციური.
განმტკიცებასთან დაკავშირებული ფაქტორები.
პროფესიული განვითარების ახალი სქემა მოიაზრებს 60%
საგაკვეთილო და 40% სკოლის გარეშე პროფესიულ განვითარებას.
მასლოუს იერარქიული პირამიდა
ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები (85%) - პირამიდის ფუძე
უსაფრთხოება (70%)
მიკუთვნებულობა და სიყვარული (50%)
აღიარება და პატივისცემა (40%)
თვითრეალიზაცია (10%) - პირამიდის წვერო.
მსმენელის შინაგანი მოტივაციის ამაღლებისათვის ტრენერი
სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავს:
*დავალების მსმენელთა ინტერესების მიხედვით შერჩევა;
*გარკვეულ შემთხვევაში მათთვის არჩევანის უფლების მინიჭება;
*თავისი აზრის, თუნდაც საწინააღმდეგო მოსაზრების თამამად
გამოხატვის შესაძლებლობა;
*თამაშის ტიპის სახალისო აქტივობების ჩართვა სატრენინგო
პროცესში.
ესსე რამდენიმე სიტყვის გამოყენებით:
სახლში ვზივარ... გარეთ წვიმს.
ამ დროს კარებზე კაკუნი გაისმა. ვაღებ კარებს. დგას
შაოსანი ქალი და მეუბნება:
-
მშია, და არა მარტო მე. მთელ ჩემს ოჯახს . შეგიძლიათ
დამეხმაროთ?
შევწუხდი. შევიხედე მაცივარში. რაც მქონდა, სუფრა გავაწყვე და
ამ ქალბატონთან ერთად მეც ვისადილე. ვეძებ, კიდევ რით დავეხმარო. საფულეში სულ რაღაც
20 ლარი მაქვს. ქალბატონი მეუბნება: უნდა წავიდე, სახლში მელოდებიან. იცით, როგორი
ლამაზია შაოსანი ქალბატონი, ოქროს კვეთაა პირდაპირ. ლეონარდოს კალმით ნახატი გეგონებათ.
ვიღებ ამ ოც ლარს,
მობოდიშებით ვაძლევ და მინდა დადგეს ის დრო, როცა ეს ულამაზესი ქალბატონი იტყვის:
- თავდაჯერებული
ვარ! ყველაფერს მივაღწიე! ჩემმა შვილმა კარგი სამსახუღი იშოვა!!!
- ჰოპლა! ჩვენ
ვცოცხლობთ!
გამოცდილებით
სწავლა
1.კონკრეტული,
უშუალო გამოცდილება --- 2.რეფლექსური დაკვირვება
4.აქტიური ექსპერიმენტირება --- 3.აბსტრაქტული კონცეპტუალიზება
ინდივიდუალური
სავარჯიშო:
დაადგინეთ შესაბამისობა:
I შინაგანი მოტივაცია
II გარეგანი მოტივაცია III თანამშრომლობა
1.უმაღლესში ჩაბარება;
2.წახალისება; 3.განვითარების სურვილი; 4.ნიშნები; 5.საგნის სიყვარული; 6.პირველობის
სურვილი; 7.შემეცნებითი ინტერესები; 8.დასჯის შიში; 9.თანაკლასელებთან; 10.საგნის ინტერესი;
11.მასწავლებლის შიში; 12.მშობლის შიში.
I
|
3, 5, 6,
7, 10.
|
II
|
1, 2, 4,
8, 11, 12.
|
III
|
9
|
14.00 –
15.00 სადილი
15.00 –
16.00 ტრენინგი
გარდნერის მრავალმხრივი
ინტელექტის თეორია (პრეზენტაცია)
ინტელექტის ტიპები:
ლინგვისტური/ენობრივი
ლოგიკურ-მათემატიკური
მუსიკალური
ფიზიკურ-კინესთეტიკური
გამომსახველობით-სივრცითი
ინტერპერსონალური
ინტრაპერსონალური
ნატურალისტური
ეგზისტენციალური-სპირიტუალური
პრაქტიკული
შესრულდა ინდივიდუალურად
მრავალმხრივი ინტელექტის ტესტი ქულების დაწერის შემდეგი წესით:
საერთოდ არ ვეთანხმები
- 1
ნაწილობრივ არ
ვეთანხმები - 2
ნაწილობრივ ვეთანხმები
- 3
სრულად ვეთანხმები
-4
16.00 -16.30
ყავის შესვენება
16.30 -19.00
ტრენინგი
16.30 ნინო გორდეზიანი.
ტრენინგის ანგარიშის შესახებ. ტრენინგის ჩატარება არ შეიძლება სადღესასწაულო დღეებში.
შაბათ-კვირას(გარდა ზემოთ ხსენებულისა) შესაძლებელია.
ანგარიშის ზოგადი
ფორმა
*ტრენერის სახელი
და გვარი
*ტრენინგის დასახელება
*ხანგრძლივობა
---- საკონტაქტო საათი
*ტრენინგის ჩატარების
ადგილი, თარიღი(რიცხვი, თვე, წელი)
*საათი(დაწყება
- დამთავრება):
*მონაწილე პირების
რაოდენობა: (დღეების მიხედვით)
*ტრენინგის მიზანი:
ტრენინგის მიმდინარეობის
აღწერა
ტრენინგის დასრულების
შემდეგ ტრენერი აღწერს ყოველი დღის დეტალურ მიმდინარეობას:
*მონაწილეთა მოტივაცია
*ტრენინგის მიმდინარეობისას
წამოჭრილი სირთულეები
*საკითხი, რომელმაც
დაინტერესება, და/ან მეტი ინფორმაციის მიღების სურვილი გამოიწვია. დაასახელეთ მიზეზი.
*საკითხი, რომელიც
მიუღებელი აღმოჩნდა. დაასახელეთ მიზეზი.
*ტრენინგის მსვლელობის
დროს განხორციელებული ცვლილებები(ასეთის არსებობის შემთხვევაში). აღწერეთ გამოვლენილი
საჭიროებები და განხორციელებული ქმედებები.
ხელმოწერა:
თარიღი:
19.00 ვახშამი.
13.06.2014 წელი;
ტრენინგის შეფასების სისტემა (თეონა კუპატაძე)
*ჯოჰარის ფანჯარა
^საკუთარი თავის
შეცნობისა და პიროვნული ზრდის შესაძლებლობა
^ძლიერი და სუსტი
მხარეების, ბრმა ლაქის შეფასება და ანალიზი.
არენა (თქვენ იცით, სხვებმა იციან)
|
ბრმა ლაქა (თქვენ არ იცით, სხვებმა იციან)
|
ფასადი (თქვენ იცით, სხვებმა არ იციან)
|
უცნობი ზონა (თქვენ არ იცით, სხვებმა არ იციან)
|
ფასადი (თქვენ იცით, სხვებმა არ იციან) ანუ თვითპრეზენტაცია.
საკუთარი თავის
პრეზენტაციის 5 სტრატეგია:
1.ინტეგრაცია
- დახმარების თხოვნა;
2.თვითწარდგენა
- დარწმუნება;
3.დასინება -
გაზღოლა;
4.მაგალითის მიცემა
- შთაბეჭდილების მოხდენა;
5.თხოვნა - სისუსტის
ჩვენება.
შეცდომები საკუთარი
თავის პრეზენტაციისას:
^ბუნდოვანი მიზანი;
^ინფორმაციის
არასწორი მიწოდება;
^არსებული იმიჯის
გამყარება (სასურველი იმიჯის უკუგდება);
^საკუთარი თავის
წარდგენის სიმცირე.
ბრმა ლაქა (თქვენ
არ იცით, სხვებმა იციან)
როგორი უნდა იყოს
უკუკავშირი? აუცილებლად უნდა ვიკითხოთ.
უცნობი ზონა
(თქვენ არ იცით, სხვებმა არ იციან).
კომფორტის ზონა
- ეს დაძაბულობისგან თავისუფალი მდგომარეობაა, რომელსაც პიროვნება თვითონვე ქმნის.
ეს არის მენტალური მდგომარეობა დამოკიდებულების და განწყობის შესახებ.
ცენტრში: კომფორტის
ზონა; შემდეგ განვითარების (სწავლების) ზონა და ბოლოს პანიკა. პანიკაში რომ არ ჩავარდე,
საჭიროა:
1.იპოვე მრჩეველი,
რომელიც დაგეხმარება;
2.მუდმივად გაანალიზე
საკუთარი ემოციები და ქცევები;
3.კომფორტის ზონას
არ კარგავ, არამედ ზრდი მას.
სწავლა - უნარების
განვითარება და განწყობების ცვლილება. ცვლილებები ნიშნავს განვითარებას.
Life
begins at the end of your comfort zone -ცხოვრება იწყება იქ, სადაც მთავრდება კომფორტის
ზონა.
12:00. ტრენინგის
შეფასების სისტემა
დონე
|
შეფასების ფორმა
|
შეფასების აღწერა და მახასიათებლები
|
მაგალითი
|
შესაბამისობა და პრაქტიკაში გამოყენება
|
1
|
რეაქცია
|
გულისხმობს ემოციების ანალიზს
|
უკუკავშირი (ვერბალური, წერილობითი) ფორმები, „ბედნიერების ცხრილი“ ტრენინგის
შემდგომი კვლევა ან/და შეფასება
|
სწრაფი და მარტივი განსახორციელებელი.
განსახორციელებლად და გასაანალიზებლად არ საჭიროებს დამატებით ფინანსებს.
|
2
|
ცოდნა
|
გულისხმობს ცოდნის დონის შეფასებას ტრენინგის დასაწყისში და მის შემდგომ.
|
პრე და პოსტ ტესტი, დაკვირვება ან/და გასაუბრება
|
მარტივი განსახორციელებლად. რაოდენობრივად გამოხატული შეფასება.
|
3
|
ქცევა
|
გულისხმობს პრაქტიკაში განხორციელებული ქმედების შეფასებას, მას შემდგომ,
რაც მონაწილე უბრუნდება სამუშაო გარემოს.
|
დაკვირვება და გასაუბრება, რომელიც ტრენინგის განხორციელებიდან გარკვეული
პერიოდის შემდგომ უნდა განხორციელდეს.
|
ქცევის შეფასება, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს შეფასებაში უშუალო
უფროსის ჩართულობას.
|
4
|
შედეგი
|
გულისხმობს ტრენინგის მონაწილის მიერ განხორციელებული საქმიანობის შეფასებას,
რამდენად მოახდინა გავლენა ბიზნესზე ან გარემოზე.
|
მენეჯმენტის სისტემის დახმარებით მონაწილის შეფასება.
|
ინდივიდუალური შეფასება. ნათელი ანგარიშვალდებულების სისტემის საჭიროება.
|
ტრენინგის შემდგომ
მნიშვნელოვანია შეფასების გაკეთება, შეფასების მომზადებისას სასურველია რჩევების გათვალისწინება.
10 ძირითადი რჩევა, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია
შეფასების ფორმის მომზადებისას.
1. ლაკონურობა
- შეფასების ფორმა უნდა იყოს ლაკონური, არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს. დროის გათვალისწინებით
კი ხუთ წუთზე ნაკლები უნდა სჭირდებოდეს.
2. კითხვები ტრენინგის
მიზნებს დაუკავშირეთ - დასვით კითხვები არამხოლოდ ტრენინგის განმავლობაში მიწოდებული
ინფორმაციის სიმარტივის შესახებ, არამედ იკითხეთ რამდენად შეძლებენ მონაწილეები მასალის
პრაქტიკაში გამოყენებას.
3. იკითხეთ მხოლოდ
ის, რისი შეცვლაც თქვენ შეგიძლიათ - მაგალითად, ტრენინგის განმავლობასი მიწოდებული
მასალის ინტენსივობა, თხრობის სტილი. მაგალითად, არ აქვს აზრი დასვათ კითხვა ტრენინგის
ადგილის ან გარემოს შესახებ, თუ გარემოს ცვლილება თქვენზე ნაკლებადაა დამოკიდებული.
4. დასვით დახურული
ტიპის კითხვები - კითხვები, რომელსაც სავარაუდო პასუხები აქვს და მონაწილეს არჩევანის
გაკეთების საშუალებას აძლევს. მსგავსი ტიპის კითხვების შეფასება და გაანალიზება ძალიან
მარტივია. ეს კითხვები არ საჭიროებენ დიდ დროს.
5. დახურული ტიპის
შეკითხვებისთვი მოამზადეთ მინიმუმ სამი და მაქსიმუმ ხუთი ალტერნატიული პასუხი. ორი
პასუხი (დიახ - არა) ადამიანს განაწყობს სწორია - მცდარია აზროვნების პრინციპით და
ზღუდავს სიღრმისეული შეფასების შესაძლებლობას. ხუთზე მეტი პასუხის შემთხვევაში მონაწილე
შესაძლოა დაიბნეს და სწორი არჩევანის გაკეთება გაუძნელდეს.
6. დასვით კითხვა
ქმედებასთან დაკავშირებით - მაგალითად, ტრენინგს რამდენად გაუწევთ რეკომენდაციას კოლეგებთან.
მსგავსი ტიპის კითხვები ერთ-ერთი მაგალითია მომხმარებლის კმაყოფილების შესაფასებლად.
7. დასვით მინიმუმ
ერთი ღია ტიპის შეკითხვა - მსგავსი ტიპის შეკითხვა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს
ტრენინგთან დაკავშირებით სპეციფიური უკუკავშირი გააკეთონ.
8. შეფასება ტრენინგის
ბოლოს გააკეთეთ - შეფასება გააკეთეთ ტრენინგის დახურვის შემდგომ ისე, რომ მონაწილეებს
საკუთარი დროის გამოყენება არ მოუწიოთ.
9. შეფასების
გაკეთებისას მონაწილეები დაარწმუნეთ, რომ ტრენინგის გაუმჯობესების მიზნით ობიექტური
უკუკავშირი გჭირდებათ.
10. დარწმუნდით,
რომ შეფასება ანონიმურია.
მაგალითად: ტრენინგს
ვაფასებ ა. დადებითად; ბ. ნეიტრალურად; გ. უარყოფითად.
1.
ტრენინგისთვის გამოყოფილი დრო დაემთხვა თუ არა თქვენს
მოლოდინს? ა.
სრულიად დაემთხვა; ბ. დაემთხვა; გ. ნაწილობრივ დაემთხვა.
2.
ტრენინგის
თემატიკამ გაამართლა ჩემი მოლოდინი ა. სრულიად გაამართლა; ბ. გაამართლა; გ. ნაწილობრივ გაამართლა; დ. არ გაამართლა; ე. მიჭირს პასუხის გაცემა.
3.
ტრენინგის მიზანთან დაკავშირებით
4.
ტრენინგის სტრატეგიებთან დაკავშირებით
5.
ტრენინგის გარემოსთან დაკავშირებით.
14.06.2014 წელი „ჯგუფის
დინამიკა“ (საბა ჩიხლაძე)
*
ტრენერთა მომზადება „ტრენერთა სკოლა“
პროგრამის
დასაბუთება
ტრენერთა
მომზადება, ე.წ. „ტრენერთა სკოლა“ მონაწილეებს შესაძლებლებლობას მისცემს
გაიარონ
სპეციალური მომზადების კურსი, რომელიც თავისმხრივ მოიცავს თეორიულ და
პრაქტიკულ
სწავლებას. სწავლებისას პრაქტიკასთან მაქსიმალურად მიახლოების მიზნით
რეალური
სიტუაციების სიმულაციას, სიტუაციური ამოცანების განხილვას და ტრენინგის
პროცესის
პრაქტიკულად განხორციელებას.
ტრენერთა
სკოლის პროგრამა გულისხმობს არსებული ტრენერთა ჯგუფის გადამზადებას,
ახალი
კადრების მოძიებას და განვითარებას. ტრენერთა მომზადება, ე.წ. „ტრენერთა სკოლა“
მოიცავს
შემდეგ ეტაპებს:
ტრენერთა საკვალიფაციო მოთხოვნებზე დაფუძნებით კანდიდატების შერჩევას;
ტრენერთა მომზადებას;
ტრენერთა შეფასებას და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას.
პროგრამის
მიზანი
ტრენერთა კომპეტენციის ჩარჩოზე დაფუძნებით ტრენერთა ჯგუფის მომზადება და
საჭიროების
შემთხვევაში არსებული კადრების გადამზადება;
ტრენერთა მომზადების პროგრამების შემუშავება და განვითარება;
ტრენერთა შეფასების სისტემის შემუშავება და განხორციელება.
პროგრამის აღწერა
პროგრამა
გულისხმობს ტრენერთა მომზადებისა თუ გადამზადების მიზნით სპეციალური
პროგრამის
შეფასების სისტემის მომზადებას და განვითარებას. პროგრამის განმავლობაში
მოხდება
ახალი კადრების შერჩევა და არსებული ტრენერთა ჯგუფის გადამზადება.
ძირითადი ღონისძიებები 2014 წლისათვის
ტრენერთა
საკვალიფაციო მოთხოვნებზე დაფუძნებით კანდიდატების შერჩევა
ტრენერთა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაეფუძნება ცენტრის მიერ მომზადებულ
დოკუმენტს,
რომელშიც ტრენერის კომპეტენცია გაწერილი იქნება ცოდნის,
ღირებულებებისა
და განხორცილების გზების კუთხით.
თითოეული
კომპონენტი თანაბარმნიშვნელოვანია ტრენერთა შერჩევისა და
მომზადებისთვის.
*განსხვავება
ჯგუფსა და გუნდს შორის;
*აუცილებელი ნაბიჯები
ეფექტური გუნდის ჩამოსაყალიბებლად;
*ეფექტური გუნდის
კომუნიკაცია;
*გუნდის განვითარების
სტადიები.
ტრენერის როლი
- ჯგუფი გადააქციოს გუნდად.
1.
მიზნების და ამოცანების განსაზღვრა. მიზანი უნდა იყოს
საერთო. გუნდის ყველა წევრი უნდა ეთანხმებოდეს, იზიარებდეს და ცდილობდეს მის მიღწევას
ერთობლივი ძალებით.
2.
გუნდის სამუშაო წესები: *ვიყოთ პუნქტუალურები; *ვიწყებთ დროულად; *განვიხილოთ სამუშაო დღის გეგმა; *ყველა პასუხისმგებელია მონაწილეობაზე; *გამოვხატოთ ინიციატივები; *პერსონალური საკითხები განვიხილოთ ჯგუფური სამუშაოს
შემდეგ;
3.
გუნდური როლები: *თავმჯდომარე/კოორდინატორი (ტრენერი); *შემსრულებელი/თანამშრომელი; *რესურსების მაძიებელი; *მეთვალყურე/შემფასებელი; *გამომგონებელი; *კრეატიული; *დამამთავრებელი/დამასრულებელი (ტრენერი).
ეფექტური გუნდური
კომუნიკაცია:
*გუნდის მიზნები,
ამოცანები, წესები და სხვა ნორმები უნდა იყოს ყველასათვის ნათელი და გასაგები;
*გუნდის ყველა
წევრი მზად უნდა იყოს მოსმენისთვის, თანაგრძნობისა და ემპათიისთვის;
*თავაზიანობის
გამოხატვა ხელს უწყობს ადამიანებს გახსნასა და გუნდში თავდაჯერებულობის მოპოვებაში.
გუნდის განვითარების
სტადიები:
*ორიენტაციის
სტადია;
*შეჯახებისა და
პოზიციონერობის სტადია;
*ექსპერიმენტირებისა
და სტრუქტუირების სტადია;
*კონსტრუქციული
ერთობლივი მუშაობის სტადია;
*განშორების სტადია.
ფასილიტატორი
- გახადოს ადამიანი დამოუკიდებელი (ფასილიტატორის ფუნქცია)
ფასილიტატორის
პიროვნული მახასიათებლები:
*პიროვნული ძალა;
*ემპათია;
*სითამამე;
*გულწრფელობა;
*იდენტურობის
განცდა;
*ოპტიმიზმი;
*ტოლერანტობა;
*შემოქმედობითობა.
ფასილიტატორის
აუცილებელი კომპეტენციები:
*ფასილიტატორს
შეუძლია მთავარი მეთოდების ეფექტურად გამოყენება;
*ფასილიტატორი
სრულფასოვნად იყენებს დროს და სივრცეს;
*ფასილიტატორი
ინარჩუნებს ობიექტურობას.
ფასილიტატორის
უნარები:
*აქტიური მოსმენა;
*შეკითხვების
დასმის უნარი;
*პარაფრაზირება;
*იდეების სინთეზი;
*ნათქვამის გადამოწმება;
*ნათელი და არსობრივი
შეჯამება;
*კონსტრუქციული
უკუკავშირი;
*გასაგები ენით
საუბარი.
ტრენერი არის
ლიდერიც და ფასილიტატორიც.
კონფლიქტური ჯგუფი
და მისი მართვა
Conflictus
- ლათინურიდან შეჯახებას ნიშნავს.
კონფლიქტის სახეები:
*პიროვნული კონფლიქტები;
*პიროვნებათშორისი
კონფლიქტები;
*კონფლიქტი ჯგუფსა
და პიროვნებას შორის;
*შიდაჯგუფური
კონფლიქტები;
*ჯგუფთაშორისი
კონფლიქტები;
*სხვადასხვა სახის
კონფლიქტები;
*ჩვენის მხრივ
დავამატებთ კონფლიქტს ტრენერსა და ჯგუფს შორის.
24 ივლისი, 2014წ.
თბილისი.
თავისუფალი უნივერსიტეტი
„მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პროექტი“-პრეზენტაცია (კახა ჟღენტი)
სქემა ჯერაც არ არის მიღებული და განხილვას რა აზრი აქვს?
2014 წლის ნოემბერი. ყვარელი. "ტრენერთა სკოლა"
2014 წლის ნოემბერი. ყვარელი. "ტრენერთა სკოლა"
No comments:
Post a Comment