სამოდელო გაკვეთილები







საგანი: ფიზიკა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო, IX.
მოსწავლეთა რაოდენობა: 30
გაკვეთილის თემა: „მზის სისტემის პლანეტების მოძრაობა“.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები წინარე ცოდნაზე დაყრდნობით ახსნიან მზის სისტემის პლანეტების მოძრაობას. წინასწარ ჩატარებული კვლევები მათ საშუალებას მისცემთ ახსნან სამყაროს აგებულება, წარმოშობა, თანამედროვე კვლევები და მზის სისტემის სხეულთა მოძრაობა.
კვლ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების  გამოყენებით.
    შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
·         იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად. 
·         კვლ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებმონაცემებს ან  ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
·         აანალიზებს მონაცემებს  და გამოაქვს დასკვნები;  
·         ადარებს  დასკვნებგამოთქმულ ვარაუდს;
·         განიხილავს  დაკვირვებისა  გაზომვების დროს  გამოვლენილ  მოულოდნელობებს, ცდილობს მათ  ახსნას.
ფიზ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია სხეულთა თანაბარი და არათანაბარი მოძრაობის აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მოიპოვებს ინფორმაციას მზის სისტემის პლანეტების მოძრაობის შესახებ თავისი ღერძისა და მზის გარშემო, ამზადებს რეფერატს;
·          






#
აქტივობა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო (წთ)
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
1
მოსწავლეთა განწყობა საგაკვეთილო პროცესისადმი
„ყინულის გალღობა“
მთელი კლასი

1

2
მოსწავლეებს შევახსენებ მრუდწირულ მოძრაობას და მსოფლიო მიზიდულობის კანონს, რომელსაც მეორე სემესტრში უფრო ღრმად შევისწავლით
მინი ლექცია
მთელი კლასი

3

3
მოსწავლეები გააკეთებენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციებს
პრეზენტაცია
ინდივიდუალური
წყვილებში
ტრეადებში
კომპიუტერი
პროექტორი
ფორმატები
ცხრილები

29

4
მოსწავლესთან ერთად ავხსნით კეპლერის კანონებს
მინი ლექცია
მთელი კლასი
ცხრილები
დიაგრამები
ფორმულები
7

5
ახალი მასალის გასამაგრებლად
მოსწავლეებს დავუსვამთ შეკითხვებს
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი

2

6
შეფასება



1

7
თვითშეფასება



1

8
საშინაო დავალება



1




პრეზენტაციის შეფასების ცხრილი

კრიტერიუმები
შეფასება
საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია; რეფერენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს საპრეზენტაციო მასალას, რომელიც შეიცავს ორიგინალურ დაკვირვებასა და თვითმყოფად შეფასებებს;ფლობს აუდიტორიას, ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებს მის რეაქციებზე; ეფექტიანად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხების ფართო სპექტრს (სლაიდშოუ, ჰენდაუთი, პლაკატი, დაფა და ა.შ.)
ძალიან კარგი
საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული;ტერმინოლოგიურად გამართულია;შეცდომები უმნიშვნელოა; რეფერენტი დამაკმაყოფილებლად ფლობს საპრეზენტაციო მასალას;კრიტიკულად აფასებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ მოსაზრებებს, გრძნობს აუდიტორიას და ძირითადად კონტაქტს ამყარებს მასთან;ადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს.
კარგი
საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; რეფერენტი ფლობს საპრეზენტაციო მასალას, მაგრამ აქვს მცირე შეცდომები; იშვიათად ამჟღავნებს კრიტიკული აზროვნების უნარს; ცდილობს აუდიტორიის ყუ­რად­ღების მიპყ­რო­ბას, მაგრამ ზოგჯერ უშედეგოდ; უმართებულოდ იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს.
დამაკმაყოფილებელი
საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია არასწორია; მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; არის რამდენიმე არსებითი შეცდომა,პასუხი მოიცავს წაკითხული ინფორმაციის გაუაზრებელ გამეორებას; რეფერენტი რიოდულად ცდილობს აუ­დი­ტორიის ყუ­რად­ღების მიპყ­რო­ბას, მაგრამ არ იცის, როგორ მოახერხოს ეს;ძალზე იშვიათად ან არაადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს
არადამაკმაყოფილებელი
პრეზენტაცია არ შეესაბამება საკითხს, ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; გადმოცემული საკითხები არსებითად მცდარია;პრეზენტაცია ძალზე ბუნდოვანი და არაინფორმაციულია; მსმენლებს უჭირთ აზრის გამოტანა;რეფერენტი ვერ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან,ლაპარაკობსგაურკვევლად; არ იყენებს ვიზუალიზაციის საშუალებებს.
სრულიად არადამაკმაყოფილებელი

No comments:

Post a Comment