კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი
სახელი ნანა
გვარი სვანიძე
პირადი ნომერი 60001025307
სერტიფიკატის ნომერი(არსებობის შემთხვევაში) #0004135
რაიონი/რეგიონი ქუთაისი, იმერეთი
ელექტრონული მისამართი akotekla@gmail.com
ტელეფონის ნომერი 577 67 56 26
სკოლა სსიპ ქ. ქუთაისის #14 საჯარო სკოლა
საგანი ფიზიკა
მოხსენება თემაზე: ტალღის გავრცელების სიჩქარის ფორმულის ექსპერიმენტული გზით მიღება
შესავალი
ფიზიკის სწავლების გაუმჯობესების მიზნით საჭიროდ ვთვლი მათემატიკისა და ფიზიკის სწავლების დაახლოებას, თუ თანხვედრას არა, რათა მოხდეს მათემატიკაში მიღებული ცოდნის ტრანსფერი ფიზიკის გაკვეთილებზე.
ის, თუ როგორ ვხსნით ჩვენ რხევით მოძრაობას გაკვეთილებზე, წარმოუდგენლად შორსაა იმისგან, როგორც უნდა ავხსნათ, მაგრამ მათემატიკის პროგრამა არ იძლევა იმის საშუალებას, უფრო მარტივად და გასაგებად ავხსნათ ეს მასალა. თან მოსწავლეებს ვასწავლით, რომ რხევითი მოძრაობის დროს ჰარმონიული, ან თითქმის ჰარმონიული კანონით იცვლება არა მხოლოდ კოორდინატი, არამედ სიჩქარე და აჩქარებაც, ხოლო ტალღის შესახებ ვამბობთ, რომ ტალღა არის რხევის გავრცელება გარემოში. აქ კი ტალღის სიჩქარე თანაბარი მოძრაობის სიჩქარის ფორმულითაა მიწოდებული ყოველნაირი დამტკიცებისა თუ ანალიზის გარეშე, რაც დაუშვებლად მიმაჩნია. საჭიროა არა მარტო ანალიზის გაკეთება, არამედ სინთეზზე გასვლა.ეს მიმაჩნია უმთავრეს პრობლემად.
გარდა ამისა, საჭიროა ფიზიკის გაკვეთილებზე მოხდეს ექსპერიმენტულად ფორმულის გამოყვანა, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეთა უმრავლესობას თავი მიიჩნიოს აღმომჩენებად. შესაბამისად, მათ მიერ მიღებული ფორმულა უკეთესად დაამახსოვრდებათ და გაუადვილდებათ ამ ფორმულის გამოყენებით ამოცანების ამოხსნა.
მე შემოგთავაზებთ ყველასთვის ცნობილი ფორმულის ექსპერიმენტულად მიღების გზას. ეს შეეხება ტალღის გავრცელების სიჩქარეს, ტალღის სიგრძესა და რხევის სიხშირეს შორის კავშირის ფორმულას.
ტალღის გავრცელების სიჩქარის ფორმულის გამოყვანა
სტანდარტთან კავშირი
ფიზ.XI.5. მოსწავლეს შეუძლია მექანიკური რხევებისა და ტალღების დახასიათება
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
*ახასიათებს განივი და გრძივი ტალღების გავრცელებას.
სასწავლო მიზნები:
*დაკვირვების, აღწერის, ანალიზის, შედარების, სინთეზის უნარ–ჩვევების განვითარება.
*მექანიკურ ტალღებზე დაკვირვება.
მე–11 კლასში შეისწავლება მექანიკური და ელექტრომაგნიტური ტალღები. თითქოს ყველასთვის ყველაფერი ნათელია, მაგრამ მოსწავლეებს უჩნდებათ შეკითხვა: თუ ტალღის გავრცელების სიჩქარე თანაბარი მოძრაობის სიჩქარის იდენტური ფორმულით გამოითვლება, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, ტალღის წერტილები ტალღასთან ერთად ასრულებენ გადატანით მოძრაობას?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გთავაზობთ ტალღის სიჩქარეს, სიგრძესა და პერიოდს შორის კავშირის დასამყარებელი ფორმულის გამოყვანის მეთოდს თვალსაჩინო მოდელის გამოყენებით.
წინასწარ ვუხსნით მოსწავლეებს, რომ ტალღის პერიოდს წარმოადგენს მისი რომელიღაც წერტილის რხევის პერიოდი. შემდეგ რეზინის ზონარში აღძრული ტალღის დემონსრტირებას ვახდენთ და განვიხილავთ მის მოდელს ტალღურ მანქანაზე. მოსწავლეთა ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ ტალღის ყოველი წერტილი იმეორებს მისი წინა წერტილების მოძრაობას, მაგრამ რაღაც დაგვიანებით. წერტილებს შორის მანძილის გაზრდით,იზრდება დაგვიანებაც. ტალღის უფრო და უფრო დაშორებული წერტილების განხილვით მოსწავლეები ხედავენ, რომ იმ წერტილებს, რომელთა შორის დაგვიანება შეადგენს T პერიოდს, ან მის ჯერადს, აქვთ ერთნაირი წანაცვლება, სიჩქარე და აჩქარება. ვაძლევთ შემდეგ განმარტებას: ერთნაირად მოძრავ და წონასწორობის მდგომარეობიდან ერთნაირად გადახრილ ტალღის ორ უახლოეს წერტილს შორის მანძილს ტალღის სიგრძე ეწოდება.
ტალღურ მანქანაზე ვაჩვენებთ ტალღის სიგრძის ტოლ მონაკვეთებს, ანუ მეზობელ ქიმებს შორის მანძილს, ან მეზობელ ღრმულებს შორის მანძილს, ან იმ წერტილებს შორის მანძილს, რომელსაც წონასწორობის მდებარეობის მიმართ ერთნაირად მიმართული სიჩქარეებით გადიან, ან უახლოეს წერტილებს შორის, რომლებიც ერთნაირად მოძრაობენ და აქვთ წონასწორობის მდებარეობის მიმართ ერთნაირი წანაცვლება.
ამის შემდეგ ვუხსნით, რომ ტალღის სიჩქარე არის ქიმის ან ღრმულის და ა.შ. გადაადგილების სიჩქარე. ფორმულას v=λ/T თვალსაჩინოდ ავხსნით ასე: რადგანაც ტალღა მოძრაობს თანაბრად, ამიტომ მისი სიჩქარის გამოსათვლელად შეიძლება გამოვიყენოთ თანაბარი მოძრაობის სიჩქარის გამოსათვლელი ფორმულა v=s/t, სადაც s არის მანძილი, რომელზეც ტალღა გადაადგილდება t დროში. ტალღური მანქანის გამოყენებით ვთავაზობთ მოსწავლეებს შეხედონ, თუ რა მანძილზე გადაადგილდა ტალღა t=T პერიოდის განმავლობაში. ამისათვის მოსწავლეთა ყურადღებას მივაპყრობთ, მაგალითად, ტალღის ქიმის მდებარეობას, ვეუბნებით, რომ თუ ვაბრუნებთ ტალღური მანქანის სახელურს, მაშინ მანქანის ეკრანზე „გარბის“ ტალღა.
კლასს ვყოფთ 2 ჯგუფად. მარცხენა მხარეს მსხდომ მოსწავლეებს დავალებად ეძლევათ მიაქციონ ყურადღება ტალღის კონკრეტული წერტილის რხევას და, როგორც კი ეს წერტილი დაასრულებს ერთ რხევას, ანუ გაივლის t=T დროში მანძილს, მათ უნდა შეაჩერონ მასწავლებელი, რომელიც ტალღური მანქანის სახელურს საკმაოდ ნელა აბრუნებს. ექსპერიმენტის პროცესში კლასის მეორე ნახევარი, ანუ მარჯვენა მხარეს მსხდომნი, აკვირდებიან ქიმს სახელურის ბრუნვის შეწყვეტის შემდეგაც და აკეთებენ შემჩნეული მოვლენის პრეზენტაციას, თუ რა მანძილზე გადაადგილდა ქიმი. რადგანაც, ბუნებრივია, ვღებულობთ s=λ, ტალღის სიჩქარის გამოსათვლელი ფორმულა ღებულობს სახეს: v=λ/T. ან თუ გავითვალისწინებთ კავშირს პერიოდსა და სიხშირეს შორის T=1/ν, მივიღებთ: v= λ ν.
გარდა ამისა განვიხილავთ სიმულაციებს http://phet.colorado.edu/ka/):
განხილვის ასეთი მეთოდი თვალნათლივ აჩვენებს მოსწავლეებს, რომ ტალღის წერტილები არ ასრულებენ გადატანით მოძრაობას ტალღასთან ერთად, არამედ მხოლოდ ირხევიან თავიანთი წონასწორობის მდებარეობის გარშემო; ტალღის გავრცელება კი დაკავშირებულია რხევითი პროცესის გავრცელებასთან.
შედეგი: ამგვარად, ის ფორმულა, რომელიც თითქოს ყველა მოსწავლისთვის გასაგებია, მაინც ბადებს კითხვებს და კითხვა უჩნდებათ გამორჩეულ მოსწავლეებს, რომელთაც გათვითცნობიერებული აქვთ რხევითი მოძრაობის როგორც კინემატიკა, ასევე დინამიკა. ამ თემაზე ამოცანები, რომლებიც მოცემულია სახელმძღვანელოებში და კრებულებში, დიდ სიძნელეს არ წარმოადგენენ, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე ექსპერიმენტულად ფორმულის მიღების პროცესის დეტალურად აღწერა და სხვა მასწავლებლებს თუ გამოადგებათ თავიანთ საქმიანობაში, მოხარული ვიქნები.
დასკვნა: დარწმუნებული ვარ მოცემული საკითხის განხილვის ასეთი მეთოდი თვალნათლივ აჩვენებს მოსწავლეებს, რომ ტალღის წერტილები არ ასრულებენ გადატანით მოძრაობას ტალღასთან ერთად, არამედ მხოლოდ ირხევიან თავიანთი წონასწორობის მდებარეობის გარშემო; ტალღის გავრცელება კი დაკავშირებულია რხევითი პროცესის გავრცელებასთან.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი
„მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნი“ ფიზიკა XI კლასი გვ.23–25
2.Физика в школе 3.89 გვ.66–67
3. http://phet.colorado.edu/ka/):სამწუხაროს, ეს პროექტი ბოლომდე ვერ მივიყვანე, თუ არა და, საინტერესო თემა იყო :(
სამეცნიერო საგრანტო კონკურსი -
„კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“
პროექტი: „ფუნდამენტური ფიზიკური მუდმივები“
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება
ისეთი ფუნდამენტური მეცნიერება, როგორიცაა ფიზიკა, დღევანდელ საქართველოში
საერთოდ არ ითვლება პრესტიჟულ დარგად. სტატისტიკის მიხედვით კი:
1.აბიტურიენტთა სიმცირე ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე საგნად ფიზიკის არჩევაში;
2.ზღვარს ვერ ლახავს აბიტურიენტთა უმრავლესობა;
3.სერთიფიცირებულ მასწავლებელთა მინიმალური რაოდენობა.
ამ დროს კი ფიზიკის როლის გადაჭარბება ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში საერთოდ
წარმოუდგენელია. ამიტომ აუცილებელია ფიზიკის პოპულარიზაცია მოსწავლე-
ახალგაზრდებს შორის.
პროექტის მიზანი:
მოსწავლეთა აქტიური ჩართვა სამეცნიერო კვლევებში, მათი განათლების ხარისხის
ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება, კვლევების პოპულარიზაციის გზით
ქ. ქუთაისის #14 საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება ფიზიკით.
პროექტის ამოცანა:
მოსწავლეები პროექტის ლიდერთა ჯგუფის დახმარებით ჩაატარებენ კვლევებს
ფუნდამენტური ფიზიკური მუდმივების შემოღების აუცილებლობის დასამტკიცებლად.
განხორციელების გზები:
მოსწავლეებში განაწილდება ფუნქციები; შეხვედრები მრგვალ მაგიდასთან;
მოსწავლეების ძალით ჩატარდება 2 კონფერენცია: კლასიკური ფიზიკის მუდმივებისა
და ფუნდამენტური ფიზიკური მუდმივების შესახებ:
პროექტის ფოკუს-ჯგუფს ჩაუტარდება ტრენინგი მედიაწიგნიერებაში;
მოეწყობა ექსკურსია მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტსა და ი. ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე;
მოეწყობა ონლაინ-კონფერენცია ცერნ-ში მოღვაწე ქართველ ფიზიკოსთა
მონაწილეობით; ჩატარდება სამოდელო პროექტ-გაკვეთილი:
„ფუნდამენტური ფიზიკური მუდმივები“; მოეწყობა პროექტის
საბოლოო პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები:
ფუნდამენტურ ფიზიკურ მუდმივებზე გადასვლა არის ფიზიკური სიდიდეების
ბუნებრივი მასშტაბები, როგორც ფიზიკურ სიდიდეთა საზომ ერთეულთა
ახალი(პლანკის) სისტემის შექმნის საფუძველი. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები
მიუახლოვდნენ ამ საკითხს და დაინტერესდნენ ფიზიკით; პროექტის ფარგლებში ქ.
ქუთაისის #14 საჯარო სკოლის ფიზიკის კაბინეტი აღიჭურვა სმარტბორდით, რამაც
უფრო საინტერესო გახადა ფიზიკის გაკვეთილები და მოსწავლეებს გაუჩნდათ
მოტივაცია ასეთი უძველესი, ბუნების მოვლენების ამომხსნელი მეცნიერების
შესწავლის. გაიზარდა აკადემიური მოსწრება არა მხოლოდ პროექტში მონაწილე
მოსწავლეების, არამედ მათი თანაკლასელებისაც. რამდენიმე ახალგაზრდას გაუჩნდა
სურვილი გააგრძელოს სწავლა ფიზიკის ფაკულტეტზე და გახდეს ფიზიკოსი.
პროექტის შეფასება და თვითშეფასება:
პროექტის შეფასებისათვის შერჩეულ იქნა შიდა მონიტორინგის ჯგუფი (1 მოსწავლე
და 2 მასწავლებელი). შემუშავდა შეფასების კრიტერიუმები(მაგალითად, ღონისძიებების
ჩატარება მითითებულ ვადებში, ბიუჯეტის განკარგვა მითითებული სქემის მიხედვით
და ა.შ.)
გარე მონიტორინგის ჯგუფი. დამფინანსებლის წინაშე ეტაპობრივი და საბოლოო
ანგარიშების წარდგენა.
პროექტის ბიუჯეტი:
# დასახელება რაოდენობა საცალო ფასი
1 ხელფასი 2 1 200 2 400
პროექტის
ხელმძღვანელი 1 200
თანახელმძღვანელ
ი
2. სმარტბორდი 1 2 500 2 500 6052i Touch Screen LCD
3. ლეპტოპი 1 614 614 ACER E1-532-
(ლარში)
სულ
თანხა
1 200
შენიშვნა
1 200 1 200
Display
29552G50MNKK
NX.MFVER.009
კონფერენცია: პროექტზე დაფუძნებული სწავლება თბილისი, 21-22 ივნისი, 2013წ. 21-22 ივნისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით ჩატარდა კონფერენცია „პროექტზე დაფუძნებული სწავლება“. კონფერენციის მიზანი იყო იმ აქტუალური საკითხების განხილვა, რაც თან ახლავს სკოლის სივრცეში პროექტის მომზადებას და მის განხორციელებას. კონფერენციაზე სულ წარმოდგენილი იყო 41 პროექტი. კონფერენციის დღის წესრიგი: 11.00-11.30 კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაცია; 11.30-13.00 პროექტების მოსმენა; 13.00 -14.00 შესვენება; 14.00-16.00 პროექტების მოსმენა. (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არც პირველ და არც მეორე დღეს კონფერენცია 16.00 საათზე არ დასრულებულა, იმდენად დიდი იყო დამსწრე საზოგადოების ინტერესი და განხილვაში მონაწილეობის მიღების სურვილი). კონფერენციის მუშაობის პრინციპი ასეთი იყო: პირველ დღეს 20 და მეორე დრეს 21 მომხსენებელი. თითოეულ გამომსვლელს პრეზენტაციისთვის გამოეყო 7-10 წუთი და 5 წუთი კითხვებზე პასუხის გასაცემად. კონფერენცია გახსნა სქემაში ჩართული მასწავლებლების კოორდინატორმა ბატონმა კახა ჟღენტმა, რომელმაც ისაუბრა სერტიფიცირების მნიშვნელობაზე, სქემაში ჩართვის დადებით მხარეებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც შეიძლება თან სდევდეს ამ პროცესს. კონფერენციის მონაწილეებს აგრეთვე მიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბატონმა გია მამულაშვილმა, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ მოუწოდა მასწავლებლებს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მათ ნებისმიერ პოზიტიურ ინოვაციას. 21 ივნისს წარმოდგენილი პროექტებიდან მე გამოვყოფდი შემდეგს:1.ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნონა გორგაძე. ფიზიკა-მატემატიკის ინტეგრირებული პროექტი „შეეძლო თუ არა არქიმედეს დედამიწის აწევა?“ 2.გორის მუნიციპალიტეტიდან ქიმიის პროექტი„კრისტალების გამოზრდა“. თუ გავაანალიზებთ ამ პროექტს და გავითვალისწინებთ შეკითხვებს და პასუხებს, რომელიც წამოიჭრა პროექტის პრეზენტაციის შემდეგ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩვენ, მასწავლებლებს, ყველაზე მეტად გვიჭირს შეფასების სქემის სწორად ჩამოყალიბება და, აგრეთვე, პროექტის განხორციელებისას გამოყენებული აქტივობების სწორად ჩაწერა. კონფერენციის პირველ დღეს თუ შევაჯამებთ, მივალთ იმ ზოგად და, ამავე დროს, საკვანძო საკითხამდე, თუ რა ძირითად საკითხებს უნდა ეფუძნებოდეს პროექტი. 1.პროექტის იდეის ჩამოყალიბება(უმჯობესია ეს გავაკეთოთ იმ მიზნობრივ ჯგუფთან ერთად, ვისთან ერთადაც გვინდა რომ დავგეგმოთ და განვახორციელოთ პროექტი). 2.დავასაბუთოთ პროექტის აქტუალურობა და ამავე დროს გავითვალისწინოთ ის რისკები, რაც შეიძლება მოყვეს პროექტის განხორციელებას. 3.მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ , რას ველით ამ კონკრეტული პროექტისაგან, ანუ რა არის პროექტის მიზანი. 4.რა აქტივობებს გამოვიყენებთ, რათა პროექტის მიზანი ვაქციოთ შედეგად. 5.შეფასების სტრატეგიები, რომელთა მიხედვითაც ვიხელმძღვანელებთ მთელი პროექტის მიმდინარეობის დროს. 6.და რაც მთავარია კვლევა, რომელიც აუცილებლად წინ უნდა უსწრებდეს პროექტის დაწყებას და აუცილებელია პროექტის დასრულების შემდეგ. აქვე უნდა აღვნიშნოთ თითქმის ყველა გამომსვლელის ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი: - მოსწავლეს უნდა განვუვითაროთ „21-ე საუკუნის უნარები“ და უმრავლესობის მსჯელობიდან რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ 21-ე საუკუნემდე მოსწავლეებს არ გააჩნდათ პრობლემის გადაჭრის უნარი, ლიდერობის უნარი, ან კრეატიული აზროვნება და კვლევის უნარი... 22 ივნისი უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იყო. საკონფერენციოდ წარმოდგენილი თემებიც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო. საინტერესო იყო ის ფაქტიც, რომ წინა დღის გამოცდილების გათვალისწინებით გამომსვლელები უკვე ხვდებოდნენ, სად ჰქონდათ დაშვებული შეცდომა და როგორ შეიძლებოდა მისი გამოსწორება. მეორე დღის პროექტებიდან გამოვყოფდით მარტვილის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის ინგა ოდიშარიას პროექტს „გთხოვთ გაგვიგოთ“, რომელიც ეხებოდა გარდატეხის ასაკს და მასთან დაკავშირებულ სირთულეებს. მეორე დღეს განსაკუთრებით აქტიური იყო და დებატებში „დაუნდობელი“ ბატობი კახა ჟღენტი. პროექტების დიდი უმრავლესობა იყო ერთი კარგი, მაგრამ მაინც მხოლოდ გაკვეთილის გეგმა. გაუგებარი იყო უმრავლეს შემთხვევაში, თუ რატომ იყო პროექტი ინტეგრირებული, თუ ერთი და იგივე მასწავლებელი ახორციელებს და არ არის ისეთი საკითხი, რომლის ახსნაც მას არ შეეძლო. კონფერენციაში მონაწილეობა იყო საკმაოდ საინტერესო, რადგან ძირითადი საკვანძო საკითხები, რაზეც უნდა იყოს დაფუძნებული პროექტი, გასაგებია. ისიც გასაგებია, თუ როგორ უნდა გამოიყენო აქტიურად პროექტი სწავლების პროცესში.
-1-
კონფერენციაში
მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი
სახელი ნანა
გვარი
სვანიძე
პირადი
ნომერი 60001025307
სერტიფიკატის
ნომერი N0004135;
საბაზო
კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
N000465
რაიონი/რეგიონი ქ. ქუთაისი / იმერეთი
ელექტრონული
მისამართი akotekla@gmail.com
ტელეფონის
ნომერი 577 67 56 26
სკოლა სსიპ
ქ. ქუთაისის N14 საჯარო; საგანი ფიზიკა
სარჩევი: განაცხადი გვ.1
დანართი: 1. საკონფერენცი თემა“
პროექტით სწავლება და მისი უპირატესობა ფიზიკის გაკვეთილებზე“ გვ.2
2. პროექტის
გეგმა
3. პროექტის
პრეზენტაცია
4. გამოყენებული ლიტერატურა გვ.5
5. გაზეთი „ვექტორი“
-2
„პროექტით სწავლება და მისი უპირატესობა ფიზიკის გაკვეთილებზე“
ნანა
სვანიძე
სსიპ
ქ. ქუთაისის N14 საჯარო სკოლა, ფიზიკის მასწავლებელი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის ტრენერი
ტელ:
0(431) 27 43 04; 0(431) 29 59 40; 577 56 56 26; ელ.ფოსტა: akotekla@gmail.com;
ბლოგი: akoteklafizika.blogspot.com
სასწავლო
პროცესის წარმართვაში მასწავლებელს უდიდესი როლი აკისრია, რადგან ს მასწავლებლის პროფესიული
საქმიანობის შედეგი პირდაპირ კავშირშია მოსწავლის
აკადემიურ მიღწევებთან , აგრეთვე ის უნდა იყოს იმის გარანტიც, რომ მის მიერ აღზრდილი
მოსწავლე აღჭურვილი იყოს 21-ე საუკუნის მაღალი
დონის უნარებით და თავისუფლად შეეძლოს ლავირება და განვითარება.
ესგ-ის
მიხედვით საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მთავარი მიზანია, აზიაროს მოსწავლე
მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს მას კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მოსწავლეს საშუალებას
მისცემს შეიცნოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში,
იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ. ამისათვის
კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა პროექტით სწავლება.
სასწავლო
პროექტი კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა,
რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო
უნარები. პროექტი აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა.
პროექტზე მუშაობის დროს რეალური პრობლემის
გადაჭრისას მოსწავლეები შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს იყენებენ პრაქტიკაში. პროექტით
სწავლა იწვევს მათ მოტივირებას და ზრდის პასუხისმგებლობას. ისინი ხალისით ასრულებენ
სამუშაოებს მაშინაც კი, თუ თუ მათი სესრულება ხანგრძლივ ძალისხმევას მოითხოვს.
პროექტი
მასწავლებელს მისცემს შესაძლებლობას სრულად წარმოაჩინოს თავისი აღმზრდელობითი და პროფესიული
კომპეტენცია, როგორც სასწავლო
-3-
პარტნიორმა.პროექტის მიმდინარეობისას ის კონსულტანტის
როლს ასრულებს, ხელმძღვანელობს სამუშაოებს,
ძიებისა და კვლევის დროს მოსწავლეებს მიმართულებას აძლევს. ასევე იგი უთითებს საინფორმაციო
წყაროებს.
აუცილებელი კომპეტენციები, რომლებიც გაუადვილებს
მასწავლებელს პროექტზე მუშაობას:
•
თანამშრომლობის კომპეტენცია,
რაც აუცილებელია ჯგუფური პროექტების განხორციელებისთვის;
•
კომუნიკაციის კომპეტენცია კონტაქტების
დამყარებისთვის, პროექტში საერთო განსჯისა და მუშაობისთვის;
•
ორგანიზაციის კომპეტენცია,
რომელიც მას გამოადგება დაგეგმვის პროცესში;
•
პროდუქციის შექმნის კომპეტენცია,
რაც მას გამოადგება ტექსტების, ვიდეოების, ფოტოების, რეპორტაჟების, ვებგვერდების და
სხვათა მოსამზადებლად;
•
ცოდნის ტრანსფერი -
ერთ სიტუაციაში ნასწავლის, სხვა სიტუაციაში გამოყენების უნარი;
•
პასუხისმგებლობის კომპეტენცია;
•
თვითშეფასების კომპეტენცია,
რაც ნიშნავს თვითდამკვიდრების, თვითრეფლექსიის უნარს და მოსწავლეთა დამოუკიდებლობას;
•
პრეზენტაციის კომპეტენცია,
რომელიც აუცილებელია პროდუქტის საზოგადოების წინაშე წარსადგენად.
პროექტის დაგეგმვის
დროს გასათვალისწინებელია შემდეგი:
•
რამდენად მნიშვნელოვანია/აქტუალურია პრობლემა, რომლის
განხორციელებასაც ვაპირებ;
•
საკმარისია თუ არა გუნდის წევრების კომპეტენცია პროექტით
დასახული მიზნებისა და გეგმების დაგეგმილი შედეგების მისაღწევად;
•
პრობლემა, ან მისი გადაჭრის გზები წარმოადგენს თუ არა
სიახლეს და ითხოვს თუ არა შემოქმედებითობას;
•
დაგეგმილი აქტივობები ემსახურება თუ არა თეორიული ცოდნის
პრაქტიკულ გამოყენებას;
-4-
• არსებობს თუ
არა საკმარისი მატერიალური და ადამიანური რესურსები პროექტის განსახორციელებლად;
•
საკმარისია თუ არა ვადები პროექტის შედეგების მისაღწევად;
•
არის თუ არა გუნდის წევრებს შორის ფუნქციები განაწილებული
ისე, რომ წარმოჩინდეს ყოველი წევრის ძლიერი მხარე.
პროექტის წარმატებისთვის
მნიშვნელოვანია მისი დაგეგმვა. უმჯობესია, თუ მოსწავლე ამ ფაზაში გრძნობს თავს საჭიროდ,
თუ მასწვლებელთან ერთად მოსწავლეები მოიფიქრებენ პროექტის სათაურს, სლოგანს, შეიმუშავებენ
სამოქმედო გეგმას, გაანაწილებენ დავალებებს, გააკეთებენ ყველასთვის მისაღებ დროის მენეჯმენტს.
მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ როდის იწყებენ პროექტზე
მუშაობას, რა რესურსებს გამოიყენებენ და სად
შეიძლება მათი მოძიება, მოსწავლეები სათითაოდ იმუშავებენ თუ ჯგუფებში, იმუშავებენ ერთიდაიგივე,
თუ სხვადასხვა თემებზე.ყველაფერი ეს მოსწავლეებს განუვითარებს 21-ე საუკუნის
უნარ-ჩვევებს და მათ შეეძლებათ ამ უნარების გამოვლენა და ცხოვრებაში გამოყენება.
საუკეთესოა პროექტი,
რომელიც მოსწავლეებისგან მოითხოვს მათი ყველა უნარის გამოყენებას:
კვლევითის, შემოქმედებითის, სოციალურის. ამ საფეხურზე მასწავლებელს შეუძლია უპასუხოს
მოსწავლეთა კითხვებზე ან მისცეს მათ რჩევები, მაგრამ პასუხისმგებელნი საკუთარ სამუშაოზე
თავად მოსწავლეები არიან.
მნიშვნელოვანია
პროექტის შეფასება, რომელსაც მასწავლებელი აწარმოებს როგორც დაგეგმვის, ასევე პროექტზე
მუშაობისა და დასკვნითი ფაზის დროს, ანუ მთელი პროექტის განმავლობაში. ასეთი შეფასება
მოსწავლეების მოტივაციას ზრდის და ისინი უფრო სრულყოფილს ხდიან თავის კვლევასა და შემდგომ
პრეზენტაციას.
უნარები,
რომლებიც შეიძლება შეფასდეს პროექტის განხორციელების პროცესში: პრობლემის განსაზღვრის
(იდენტიფიცირების), ინფორმაციის მოძიების, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების,
საქმიანობის ორგანიზების, შემოქმედებითობის, მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაციისა
და კატეგორიზაციის, შედეგების ანალიზის, პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების მიღების.
შეფასების კრიტერიუმენი: პრობლემა - რამდენად აქტუალურია
და რამდენად ცხადად არის ეს დასაბუთებული; მიზანი - რამდენად კონკრეტული,
მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია; ამოცანები - რამდენად შეესაბამენა
თითოეული ამოცანა პროექტის მიზანს; განხორციელების
გზები - რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას, რამდენად რაციონალურია და პრაქტიკული,
რამდენად რეალურია ვადები და არის თუ არა ფუნქციები
-5-
გადანაწილებული ჯგუფის წევრებს
შორის; შედეგი - რამდენად რეალურია აღნიშნული შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება
მიზანს; რესურსები - რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული, რა არის საჭირო პროექტით გათვალისწინებული
საქმიანობისათვის; დიზაინი - რამდენად ლოგიკურად არის აგებული პროექტი (თანმიმდევრობა),
ლაკონური და მარტივი ენა.
პროექტის მსვლელობისას აუცილებელია დაკვირვების
საგანი: შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში; იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი
და რამ განაპირობა მოტივაცია; აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუსაობას გაკვეთილების
შემდეგ; ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი
ხასიათი; იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი;
იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე, თუ კი, როგორ.
ჩემს მიერ წარმოდგენილი პროექტი „მზის
სისტემის პლანეტების მოძრაობა“, რომელიც განხორციელდა სსიპ ქ. ქუთაისის N14 საჯარო
სკოლის მე-9 კლასში, თემას თან ერთვის.
რეფლექსია
პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა სახალისოდ;
მოსწავლთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩართული იყო; მოსწავლეთა საჭიროებების შესწავლით
და მათი სურვილების გათვალისწინებით შედგა სამუშაო გეგმა და განაწილდა დავალებები.
ერთვის. კლასში არ იყო სსსმ, ამიტომ ინდივიდუალური გეგმის შედგენა არ გახდა საჭირო.
დროის მენეჯმენტიც მოსწავლეებთან ერთად იქნა განხილული. საბოლოო პრეზენტაციამ დიდი
ინტერესი გამოიწვია. მასალები განლაგდა სკოლის ვებგვერდზე. პროექტის მსვლელობისას მომზადდა
ინტერნეტ-გაზეთი „ვექტორი“, რომელიც თემას თან ერთვის. დაგეგმილი გვქონდა პრეზენტაციის
ჩატარება აბასთუმნის ობსერვატორიაში, რომლის თანამშრომლებთან მჭიდრო კონტაქტში მოვამზადეთ
პროექტი, მაგრამ ობიექტური მიზეზებით ეს არ მოხერხდა. სტატია მომზადდა სსიპ
ქალაქ ქუთაისის N40 საჯრო სკოლის კონფერენციაზე წარსადგენად.
ქუთაისი,2015.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ეროვნული სასწავლო გეგმა
2. კვლევები და პროექტები - ტრენინგის მასალები
3.
INTEL -ის ტრენინგის მასალები
4. გ. გედენიძე, ე. ლაზარაშვილი „ფიზიკა-9“
სასწავლო პროექტი „მზის
სისტემის პლანეტების მოძრაობა“
სასწავლო პროექტი „მზის
სისტემის პლანეტების მოძრაობა“
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
ნანა სვანიძე
|
|
სკოლა
|
სსიპ N14 საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
ქ. ქუთაისი
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
მზის სიტემის პლანეტების
მოძრაობა
|
||
თემის შინაარსი
|
||
კეპლერის კანონები.
|
||
საგანი
|
||
ფიზიკა
|
||
დონე/კლასი
|
||
მე-9 კლასი
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
6 კვირა
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
კვლ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა
წარმოდგენა
სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს სხვადასხვა
ხერხს (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს,
სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
·
იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებს თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად.
·
კვლ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა
ანალიზი და შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს დიაგრამებს,
ცხრილებს და გრაფიკებს მონაცემებს ან ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
·
აანალიზებს
მონაცემებს და გამოაქვს დასკვნები;
·
ადარებს დასკვნებს
გამოთქმულ ვარაუდებს;
·
განიხილავს
დაკვირვებისა და გაზომვების დროს გამოვლენილ მოულოდნელობებს, ცდილობს მათ ახსნას;
ფიზ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია სხეულთა თანაბარი და არათანაბარი მოძრაობის
აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
საინფორმაციო წიგნიერება
●
ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური
შეფასება, ინფორმაციის ზუსტად
და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით.
|
||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
|
||
მიზანი: მოსწავლეები წინარე ცოდნაზე დაყრდნობით
ახსნიან მზის სისტემის პლანეტების მოძრაობას. წინასწარ ჩატარებული კვლევები მათ
საშუალებას მისცემთ ახსნან სამყაროს აგებულება, წარმოშობა, თანამედროვე კვლევები
და მზის სისტემის სხეულთა მოძრაობა. იდეებს და აზრებს ნათლად და ეფექტურად
გამოხატავენ; მოიპოვებენ ინფორმაციას და ზუსტად და შემოქმედებითად გამოიყენებენ
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
რატომ არის სამყარო ასეთი?
|
|
თემატური კითხვები
|
რა ფიზიკური
კანონები განსაზღვრავს ვარსკვლავების, პლანეტების და სხვა ციური სხეულების
თვისებებს?
რა შეიძლება
გავიგოთ ჩვენზე გალაქტიკისა და მზის სისტემის შესწავლით?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
რა ქმნის
გალაქტიკას?
რა არის
ვარსკვლავები?
რა არის მზის
სისტემა?
როგორ გავიგოთ,
რა მანძილზეა დაშორებული ვარსკვლავი დედამიწისგან?
როგორ გავიგოთ,
რა მანძილზეა დაშორებული იუპიტერი მზისგან, თუ ვიცით დედამიწის მზისგან
დაშორება? კიდევ რისი ცოდნაა ამისთვის აუცილებელი?
|
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
მოსწავლეებს გავაცანი
პროექტის გეგმა და ვთხოვე მოეფიქრებინათ მათთვის საინტერესო თემები, ამის
გათვალისწინებით საბოოლოოდ შევიმუშავეთ პროექტის გეგმა; ვიცი-მინდა
ვიცოდე-ვისწავლე გამოვიყენე პროექტის დასაწყისში საკლასო დისკუსიების დროს;
გონებრივი იერიში გამოვიყენე პროექტის დასაწყისში მოსწავლეებთან ინდივიდუალური
მუშაობის დროს.
პროექტზე მუშაობის
პროცესში გამოვიყენე თვითშეფასება და რეფლექსია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს
მათ, რომ შეაფასონ მათი პროგრესი, აზროვნება და სწავლა, ასევე მოახდინონ
რეფლექსია მეთოდების გასაუმჯობესებლად; თანასწორთა უკუკავშირი ეხმარება
მოსწავლეებს, რომ გაითავისონ შესრულებული სამუშაოს ხარისხი მათი თანატოლების
სამუშაოს შეფასებით; არაფორმალური დაკვირვება და შემთხვევების ჩანიშვნა
გამოიყენება ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის დროს, რომელიც გროვდება
საქაღალდეში; პროგრესის ანგარიშები გამოიყენება პროექტის ძირითადი ეტაპის დროს.
პროგრესის ანგარიშები ეხმარებათ მოსწავლეებს, რომ ასახონ პროგრესი ან თავისთვის
განმარტონ სხვადასხვა საკითხი. ანგარიში შეიძლება იყოს სამუშაო ვერსიის,
მონაცემების შეჯამების ან სხვა სახით წარმოდგენ.
პროექტზე მუშაობის
დასრულების შემდეგ გამოვიყენე პროდუქტები, ანუ მოსწავლის ნამუშევრები;
შესრულებები, რომელსაც მოსწავლეები აწყობენ და ასრულებენ სწავლის მიზნით; ვიდეო
და ფოტო ჟურნალები, პროგრესის, რეაქციების, რეფლექსიების და უნარის გამოვლენის
განვითარების ვიზუალურ დოკუმენტაციას წარმოადგენენ; წერილობითი ჟურნალები,
რეფლექსიების გარდა, გამოავლენს სპეციფირი აზროვნების უნარს პროექტის საკვანძო
ნაწილებში, მაგრამ დასასრულს ძალიან მნიშვნელოვანია რეფლექსიისთვის;
პრეზენტაციები პროდუქტებია, რომელიც საშუალებას იძლევა ანალიზის და დასკვნის
გასაკეთებლად.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა) |
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
1.ეროვნული სასწავლო გეგმა
2.გ. გედენიძე, ე. ლაზარაშვილი „ფიზიკა 9“
3.INTEL-ის ტრენინგის მასალები
4.“კვლევები და პროექტები“ ტრენინგის მასალები
|
ინვენტარი/მასალები
|
მოსწავლემ დაამზადა მზის სისტემის 3D პოსტერი
|
ინტერნეტრესურსები
|
|
სხვა რესურსები
|
აბასთუმნის
ობსერვატორია
|
No comments:
Post a Comment