CAT-ის ტესტები
101 სხვადასხვა დონის ტესტი
1.400 მეტრიან დისტანციაზე რბენაში შეჯიბრებისას ერთ-ერთი მორბენლის საშუალო
სიჩქარე აღმოჩნდა 32კმ/სთ. რა დროში დაუფარავს მას დისტანცია?
101 სხვადასხვა დონის ტესტი
1.400 მეტრიან დისტანციაზე რბენაში შეჯიბრებისას ერთ-ერთი მორბენლის საშუალო
სიჩქარე აღმოჩნდა 32კმ/სთ. რა დროში დაუფარავს მას დისტანცია?
ა)12,5 წმ;
ბ)25 წმ; გ)45 წმ; დ)72 წმ; ე)80 წმ.
2.მწევარი 12 მ/წმ სიჩქარით მისდევს მელიას, რომელიც
გარბის 8 მ/წმ სიჩქარით. საწყის მომენტში მათ შორის მანძილი იყო 120 მ. რა დროში დაეწევა
მწევარი მელიას?
ა)6წმ; ბ)10წმ; გ)15წმ;
დ)20წმ; ე)30წმ.
3.მდინარის მართობულად გადებულ ხიდზე 1,2 მ/წმ სიჩქარით
გადადის მოსწავლე. მდინარის დინების სიჩქარეა 0,5 მ/წმ. რისი ტოლია მდინარეში მოტივტივე
მორისა და მოსწავლის ფარდობითი სიჩქარის მოდული?
ა)0,7 მ/წმ;
ბ)0,85 მ/წმ;
გ)1,3 მ/წმ; დ)1,69 მ/წმ; ე)1,7 მ/წმ.
4.მოსწავლემ სახლიდან სკოლამდე გზის პირველი 360 მ გაიარა
5 წთ-ში, ხოლო დარჩენილი 200მ თანაბრად 1 მ/წმ სიჩქარით. რისი ტოლია მოსწავლის საშუალო
სიჩქარე მთელ გზაზე?
ა)1,02 მ/წმ;
ბ)1,08 მ/წმ; გ)1,1 მ/წმ; დ)1,12
მ/წმ; ე)1,2 მ/წმ.
x ღერძზე მოძრავი სხეულის კოორდინატი დროზე
შემდეგნაირადაა დამოკიდებული: x(t)=9-6t+t2
(სიდიდეები იზომება SI სისტემის ერთეულებში). ამ მონაცემების მიხედვით შეასრულეთ დავალებები
5-9.
5.გამოთვალეთ სხეულის კოორდინატი t=2 მომენტში.
ა) -8; ბ)
-3; გ) -1; დ) 0;
ე) 1.
6.რას უდრის სხეულის აჩქარება?
ა) 1; ბ) 2;
გ) 3; დ) 4; ე) 6.
7.დროის რა მომენტში უბრუნდება სხეული საწყის მდებარეობას?
ა) 3; ბ)
4; გ)
6; დ) 9; ე)არ უბრუნდება.
8.რას უდრის სხეულის სიჩქარის გეგმილი x ღერძზე t =
0 მომენტში?
ა) -9; ბ) -6;
გ) 0; დ) 6; ე) 9.
9.იპოვეთ იმ წერტილის კოორდინატი, რომელშიც შეიცვალა
სხეულის მოძრაობის მიმართულება.
ა) -6; ბ)
-3; გ) 0; დ) 3; ე) 6.
10.თავიდან უძრავი სხეული ამოძრავდა თანაბრადაჩქარებულად
და მოძრაობის დაწყებიდან 3 წმ-ში გაიარა 36 მ მანძილი. რისი ტოლია სხეულის აჩქარება?
ა) 3 მ/წმ2; ბ) 4 მ/წმ2; გ) 6 მ/წმ2; დ) 8 მ/წმ2; ე) 12 მ/წმ2.
11.სამ სხეულს, კინეტიკური ენერგიებით: E1 =
E, E2 = 6E და E3 = 12E, შესაბამისად გააჩნიათ: v1
= v, v2 = 2v და v3 = 3v სიჩქარეები. დაალაგეთ ეს სხეულები მასების
ზრდის მიხედვით (უმცირესიდან უდიდესისაკენ):
ა) 1, 2, 3;
ბ) 1, 3, 2; გ) 2, 1, 3;
დ) 3, 2, 1; ე) 3, 1, 2.
12.ორი ტოლი მასის სხეული, რომელთა მოცულობებია V1
= V და V2 = 2V, ტივტივებს შასაბამისად ρ1
=
ρ და ρ2
=
3ρ სიმკვრივის სითხეებში. რისი ტოლია ამ სხეულებზე მოქმედი ამომგდები ძალების
F2 / F1 შეფარდება?
ა) 1; ბ) 1,5;
გ) 2; დ) 3; ე) 6.
13.რამდენჯერ უნდა გავზარდოთ სხეულის იმპულსი, რომ მისი
კინეტიკური ენერგია 16-ჯერ გაიზარდოს?
ა) 2-ჯერ;
ბ) 4-ჯერ; გ) 8-ჯერ;
დ) 16-ჯერ; ე) 32-ჯერ.
მშვილდოსანმა ვერტიკალურად ზევით ისროლა ისარი 30 მ/წმ
სიჩქარით. ჩათვალეთ, რომ g = 10 მ/წმ2.
ჰაერის წინააღმდეგობას ნუ გაითვალისწინებთ. ამ მონაცემების მიხედვით შეასრულეთ დავალებები 14-16.
14.განსაზღვრეთ ისრის ასვლის მაქსიმალური სიმაღლე.
ა) 45 მ; ბ) 60 მ;
გ) 75 მ; დ) 90 მ; ე) 105 მ.
15.განსაზღვრეთ ასროლის მომენტიდან რა დროის შემდეგ
დავარდება ისარი დედამიწაზე.
ა) 3 წმ; ბ) 6 წმ; გ) 9 წმ;
დ) 12 წმ; ე) 18 წმ.
16.განსაზღვრეთ ისრის კინეტიკური ენერგია დედამიწიდან
ასვლის მაქსიმალური სიმაღლის მეოთხედზე, თუ ისრის მასაა 80 გ.
ა) 9 ჯ; ბ)
12 ჯ; გ) 18 ჯ; დ) 21ჯ;
ე) 27 ჯ.
17.ჰიდრავლიკური წნეხის პირველ დგუშზე F ძალით დაწოლისას,
მეორე დგუშზე მოქმედებს 100 F ძალა. პირველი დგუშის ფართობია S. რისი ტოლია მეორე დგუშის
ფართობი?
ა) 0,01 S;
ბ) 0,1 S; გ) S; დ) 10S; ე) 100S.
1 მ/წმ სიჩქარით წრეწირზე თანაბრად მოძრავი სხეულის
ბრუნვის სიშირე 1 ჰერცია. ამ მონაცემების მიხედვით შეასრულეთ დავალებები 18-19.
18.რისი ტოლია წრეწირის რადიუსი?
ა) 1/6,28 მ; ბ) 1/3,14 მ; გ) 1მ;
დ) 3,14 მ; ე) 6,28 მ.
19.რისი ტოლია ცენტრისკენული აჩქარება?
ა) 1/6,28 მ/წმ2; ბ) 1/3,14 მ/წმ2; გ) 1 მ/წმ2; დ) 3,14 მ/წმ2; ე) 6,28 მ/წმ2.
20.პლანეტაზე ვარდნილი m მასის მეტეორი, პლანეტის ცენტრიდან
r მანძილზე, გრავიტაციული ძალის მოქმედების შედეგად მოძრაობს გარკვეული აჩქარებით.
პლანეტის ცენტრიდან რა მანძილზე იმოძრავებს იგივე აჩქარებით 2m მასის მეტეორი?
ა) r/2 ;
ბ) r/√2 ; გ) r ; დ) r √2 ; ე) 2r .
როდესაც საკიდზე მიმაგრებულ ზამბარაზე კიდია 1 კგ მასის
ტვირთი, მაშინ მისი სიგრძეა 10 სმ, ხოლო როდესაც კიდია 2 კგ მასის ტვირთი, მაშინ -
12 სმ. ამ მონაცემების მიხედვით შეასრულეთ დავალებები 21-23.
21.რას უდრის ზამბარის სიგრძე არადეფორმირებულ მდგომარეობაში?
ა) 5 სმ; ბ)
6 სმ; გ) 7 სმ; დ) 8 სმ; ე) 9 სმ.
22.რას უდრის ზამბარის სიხისტე?
ა) 0,5 ნ/მ;
ბ) 2 ნ/მ; გ0 20 ნ/მ; დ) 50 ნ/მ;
ე) 500 ნ/მ.
23.რა მუშაობა უნდა შევასრულოთ იმისათვის, რომ ზამბარის
სიგრძე გავზარდოთ 10 სმ-დან 12 სმ-მდე?
ა) 0,02 ჯ;
ბ) 0,03 ჯ; გ) 0,1 ჯ; დ)
0,3 ჯ; ე) 0,4 ჯ.
24.ძელაკი მუდმივი სიჩქარით მისრიალებს ერთგვაროვან
ჰორიზონტალურ ზედაპირზე 10 ნ ჰორიზონტალურად წევის ძალის მოქმედებით. რისი ტოლია და
საით არის მიმართული ხახუნის ძალა?
ა) ხახუნის ძალა 0-ის ტოლია; ბ) 5 ნ; მოძრაობის მიმართულებით; გ) 5ნ; მოძრაობის საწინააღმდეგოდ; დ) 10 ნ; მოძრაობის მიმართულებით; ე) 10
ნ; მოძრაობის საწინააღმდეგოდ.
25.რამდენჯერ ვიგებთ ძალაში გლუვი დახრილი სიბრტყის
გამოყენებით ტვირთის აწევისას გარკვეულ სიმაღლეზე, თუ ჰორიზონტისადმი მისი დახრის კუთხეა
300?
ა) ძალაში არ ვიგებთ; ბ) √3-ჯერ;
გ) 2-ჯერ; დ) 3-ჯერ;
ე) პასუხი დამოკიდებულია ტვირთის მასაზე.
26.სხეულზე ჩრდილოეთის მიმართულებით მოქმედებს 7 ნ-ის
ტოლი ძალა, აღმოსავლეთის მიმართულებით - 5 ნ-ის ტოლი, სამხრეთის მიმართულებით - 3 ნ-ის
ტოლი და დასავლეთის მიმართულებით - 2 ნ-ის ტოლი. ამძალების ტოლქმედის მოდულია:
ა) 1 ნ; ბ)
3 ნ; გ) 5 ნ; დ) 7 ნ; ე) 17 ნ.
27.v0 სიჩქარით მოძრავ 6 კგ მასის სხეულზე
4 წმ-ის განმავლობაში იმოქმედა მოძრაობის გასწვრივ მიმართულმა 3 ნ-ის სიდიდის ძალამ,
რის შემდეგაც მისი სიჩქარე გაუტოლდა 9 მ/წმ-ს. იპოვეთ v0.
ა) 3 მ/წმ;
ბ) 4 მ/წმ; გ) 5 მ/წმ; დ) 6 მ/წმ;
ე) 7 მ/წმ.
28.ჰორიზონტალურ გლუვ ზედაპირზე v სიჩქარით მისრიალებდა
3m მასის სხეული. მას ზევიდან ვერტიკალურად დაეცა m მასის სხეული. რისი ტოლი გახდა
ამის შედეგად მოსრიალე სხეულის სიჩქარე?
ა) v/3 ;
ბ) 2 v/3 ; გ) 3 v/4 ; d) v;
e) 4v/3.
29.რა მუშაობის შესრულება შეუძლია დედამიწის ზედაპირიდან
8 მ სიმაღლეზე მდებარე 40 კგ მასის სხეულს?
ა) 200 ჯ;
ბ) 320 ჯ; გ) 500 ჯ; დ) 2000 ჯ;
ე) 3200 ჯ.
30.1200 კგ მასის ავტომობილი მოძრაობის დაწყებიდან
10 წმ-ში 30 მ/წმ სიჩქარეს ანვითარებს. რა საშუალო სიმძლავრე განავითარა ამ დროს ავტომობილის
ძრავამ?(ხახუნისა და ჰაერის წინააღმდეგობის ძალები უგულებელყავით)
ა) 54 კვტ; ბ) 63 კვტ;
გ) 64 კვტ; დ) 72 კვტ; ე) 80 კვტ.
31.სხეული აისროლეს დედამიწის ზედაპირიდან ვერტიკალურად
ზევით. ასვლის მაქსიმალური სიმაღლეა H. რისი ტოლია სხეულის კინეტიკური ენერგიის შეფარდება
პოტენციურ ენერგიასთან H/4 სიმაღლეზე? ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით. პოტენციური
ენერგია აითვალეთ დედამიწის ზედაპირიდან.
ა) 1/4; ბ)
1/3; გ) 3/4; დ) 3; ე) 4.
32.0,2 გ/სმ3 სიმკვრივის სხეული ტივტივებს 0,8 გ/სმ3
სიმკვრივის სითხეში. სხეულის მოცულობის რა ნაწილია ჩაძირული სითხეში?
ა) 0,25; ბ) 0,33; გ) 0,6; დ) 0,66; ე) 0,75.
33.მათემატიკური ქანქარის რხევის სიხშირეა f . ქანქარის
სიგრძის 4-ჯერ შემცირების შემდეგ მისი რხევის სიხშირე გახდება:
ა) f/4 ;
ბ) f/2; გ) f √2; დ)
2f; ე) 4f.
34.ბგერით ტალღაში მანძილი ორ უახლოეს შემკვრივებას
შორის 5 სმ-ის ტოლია. ბგერის გავრცელების სიჩქარეა 350 მ/წმ. რისი ტოლია ბგერის სიხშირე?
ა) 1,75 კჰც;
ბ) 3,5 კჰც; გ) 7 კჰც; დ) 14 კჰც; ე) 17,5 კჰც.
35.ჩამოთვლილთაგან რომელი პროცესის (პროცესების) დროს
არ იცვლება იდეალური აირის შინაგანი ენერგია?
ა) მხოლოდ იზობარულის; ბ) მხოლოდ იზიქორულის; გ) მხოლოდ ადიაბატურის; დ) მხოლოდ იზოთერმულის; ე) იზოთერმულისა
და ადიაბატურის.
36.აირს გადაეცა 100 ჯ სითბოს რაოდენობა და მან შეასრულა
150 ჯ მუშაობა. როგორ შეიცვალა აირის შინაგანი ენერგია?
ა) შემცირდა 150 ჯ-ით; ბ) შემცირდა
50 ჯ-ით; გ) გაიზარდა 50 ჯ-ით; დ) გაიზარდა 100 ჯ-ით; ე) გაიზარდა 250 ჯ-ით.
37.r მანძილით
დაშორებული +5q და -q მუხტით დამუხტული ლითონის ორი ერთნაირი მცირე ზომის ბურთულა ერთმანეთს
მიიზიდავს F ძალით. რისი ტოლი გახდება მათი ურთიერთქმედების ძალა, თუ ბურთულებს ერთმანეთს
შევახებთ და დავაშორებთ 2r მანძილით?
ა) F/5 ; ბ) F/4 ; გ) 4 F ; დ) 8 F ; ე) 16 F .
38.ოთხი ერთნაირი რეზისტორის ერთმანეთთან მიმდევრობითი
შეერთებით 16 ომი წინაღობა მიიღება. რა წინაღობა მიიღება ამ ოთხივე რეზისტორის პარალელური
შეერთებით?
ა)1/16 ომი;
ბ) 1/4 ომი; გ) 1 ომი; დ) 4 ომი;
ე) 8 ომი.
39.ნივთიერი წერტილი სიბრტყეზე მოძრაობს x=4-3t+t2(მ),
y=1+4t(მ) კანონით. ამ დამოკიდებულებიდან ვადგენთ: ნივთიერი წერტილის აჩქარების მოდულია
ა.20 მ/წმ2; ბ.10 მ/წმ2; გ.13 მ/წმ2; დ.4 მ/წმ2; ე.2 მ/წმ2.
40.თუ საათის წამებისა და წუთების მაჩვენებელ ისრებს
ერთნაირი სიგრძე აქვთ, მაშინ წამებისა და წუთების ისრების ბოლო წერტილების სიჩქარეთა
მოდულების შეფარდებაა
ა) 1/60; ბ) 1; გ) 30; დ) 60; ე) 15.
41.ცენტრისკენული აჩქარება განისაზღვრება გამოსახულებით
ა) mv2/2; ბ) vt;
გ) v2/R; დ) at;
ე) არც ერთი ფორმულა სწორი არ არის.
42.კუბის მასა 4კგ-ია. იმავე ნივთიერებისგან დამზადებული
ისეთი კუბის მასა კი, რომლის წიბოს სიგრძე 2-ჯერ ნაკლებია,
ა) 2 კგ-ია;
ბ) 0,5 კგ-ია; გ) 1 კგ-ია;
დ0 8 კგ-ია; ე) 0,25 კგ-ია.
43.იმ ძალების მოდულების შეფარდება, რომელიც 5 და
0,5კგ მასის სხეულებს ერთ და იმავე აჩქარებას ანიჭებს, არის
ა) 10;
ბ)
0,1; გ) 10ნ; დ) 1ნ;
ე) 5.
44.თუ ერთი და იგივე ძალა ერთ სხეულს 1მ/წმ2
აჩქარებას ანიჭებს, ხოლო მეორეს 3მ/წმ2-ს, მაშინ მეორე სხეულის მასა პირველი
სხეულის
ა) მასაზე 3-ჯერ მეტია; ბ) მასაზე
3-ჯერ ნაკლებია; გ) მასის ტოლია; დ) მასაზე 4-ჯერ ნაკლებია; ე) მასაზე 4-ჯერ მეტია.
45.ჰორიზონტალურ ზედაპირზე 500კგ მასის ავტომობილს
10წმ-ში 50მ-ზე გააჩერებს დამამუხრუჭებელი ძალა, რომლის მოდულია
ა) 100ნ; ბ) 500ნ; გ) 1000ნ;
დ) 15000ნ; ე) 2000ნ.
46.როდესაც ჰორიზონტალურად და წრფივად მოძრავ თვითმფრინავზე
მოქმედი ძალების ტოლქმედი მუდმივია და მოძრაობის მიმართულება აქვს, მაშინ თვითმფრინავი
მოძრაობს
ა) თანაბრად;
ბ) მოდულით ზრდადი სიჩქარით; გ) მოდულით
კლებადი სიჩქარით; დ) თანაბარაჩქარებულად; ე) თანაბარშენელებულად.
47.10კგ მასის სხეული მოძრაობს ჰორიზონტალურ ზედაპირზე
50ნ ძალის მოქმედებით, რომელიც ჰორიზონტთან 300-იან კუთხეს ქმნის, როდესაც
სხეულსა და ზედაპირს შორის ხახუნის კოეფიციენტი 0,1-ია და cos300=0,9, მაშინ
სხეულის სიჩქარე 2წმ-ში იზრდება
ა) 5მ/წმ-ით;
ბ) 6მ/წმ-ით; გ) 7მ/წმ-ით; დ) 7,5მ/წმ-ით; ე) 8მ/წმ-ით;
48.ერთი ბოლოთი დამაგრებული 900ნ/მ სიხისტის ზამბარის
3სმ-ით წასაგრძელებლად მის მეორე ბოლოზე უნდა ჩამოვკიდოთ სხეული, რომლის მასაა
ა) 3,2კგ;
ბ) 3კგ; გ) 2,7კგ; დ) 2კგ; ე) 2,7ნ.
49.ერთ მოლ სპილენძში ატომების რაოდენობა ერთ მოლ ჟანგბადში
მოლეკულების
ა) რაოდენობაზე 2-ჯერ მეტია; ბ) რაოდენობაზე 2-ჯერ ნაკლებია; გ) რაოდენობის
ტოლია; დ) რაოდენობაზე
1,5-ჯერ მეტია; ე) რაოდენობასთან შედარება
შეუძლებელია.
50.როდესაც 10-3მ3 ტევადობის
ბალონში 10-3კგ მასის აირის ტემპერატურა 270C-ია, ხოლო წნევა
1,25*106 პა, მაშინ აირის მოლური მასაა
ა.16*10-3კგ/მოლი; ბ.6*10-3კგ/მოლი; გ.4*10-3კგ/მოლი; დ.2*10-4კგ/მოლი; ე)
2*10-3კგ/მოლი.
51.ცხელ წყალში ჩაგდებული ლითონის კოვზი თბება
ა) თბოგამტარობით;
ბ) კონვექციით; გ) გამოსხივებით; დ) სამივე ხერხით; ე) მუშაობის შესრულებით.
52.შიგაწვის ძრავას მქ კოეფიციენტი 32%-ია ნიშნავს,
რომ საწვავის დაწვისას გამოყოფილი სითბოს რაოდენობის
ა) 32% იხარჯება
სასარგებლოდ შესრულებულ მუშაობაზე; ბ) 68% იხარჯება სასარგებლოდ შესრულებულ მუშაობაზე; გ) 32% იხარჯება ძრავას დეტალების შინაგანი ენერგიის
გადიდებაზე; დ) 68% რჩება ნამუშევარ აირში; ე) არ იცვლება.
53. იპოვეთ ერთგვაროვანი სითხის სიმკვრივე, თუ მასში ყოველი 5 სანტიმეტრით
ჩაძირვისას წნევა 400 ნ/მ2-ით იმატებს.
ა) 200 კგ/მ3; ბ) 800 კგ/მ3; გ) 1250 კგ/მ3; დ)
2000 კგ/მ3; ე) 1000 კგ/მ3.
54.რისი ტოლია 3 ომი და 6 ომი წინაღობის გამტარების
პარალელურად შეერთების შედეგად მირებული წინაღობა?
ა) 0,5 ომი;
ბ) 2 ომი; გ) 3 ომი; დ) 9 ომი;
ე) 18 ომი.
55. რისი ტოლია 3ომი და 6ომი წინაღობის გამტარების მიმდევრობით შეერთების
შედეგად მიღებული წინაღობა?
ა) 0,5 ომი; ბ) 2ომი; გ) 3ომი; დ) 9
ომი; ე) 18 ომი.
56. სინათლის სხივი ჰაერიდან ეცემა მინას. დაცემის კუთხეა
3°. რისი ტოლი შეიძლება
იყოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან გარდატეხის კუთხე?
ა) 2°;
ბ) 3°; გ) 4°; დ) 5°;
ე) 6°.
57.ცელსიუსისა(t) და კელვინის(T) ტემპერატურებს შორის
დამოკიდებულება გამოისახება ფორმულით
ა) t=273-T;
ბ) T=t/273; გ) t=273+T; დ) T=t+273; ე) t = T.
58.თუ იდეალური აირის მოლეკულების კონცენტრაცია არ იცვლება,
მაშინ აბსოლუტური ტემპერატურის 3-ჯერ გადიდებისას აირის წნევა იზრდება
ა) 3-ჯერ; ბ) 6-ჯერ;
გ) 9-ჯერ; დ) 12-ჯერ; ე) 1,5-ჯერ.
59.რეზისტორში
დენის ორჯერ გადიდებით მისი წინაღობა
ა) ორჯერ იზრდება; ბ) ორჯერ მცირდება; გ) არ იცვლება; დ.) ოთხჯერ იზრდება;
ე) ოთხჯერ მცირდება.
60.მიმდევრობით შეერთებული გამტარების რაოდენობის გაზრდით
წრედის წინაღობა
ა) იზრდება; ბ) მცირდება;
გ) უცვლელია; დ) ზოგჯერ იზრდება, ზოგჯერ
მცირდება;
ე) დამოკიდებულია გამტარის გვარობაზე.
61.შტეფსელიდან უთომდე სადენებში გამავალი დენი უთოში
ა) გამავალ დენზე მეტია; ბ) გამავალ დენზე ნაკლებია; გ) გამავალი
დენის ტოლია;
დ) გამავალ დენზე ზოგჯერ მეტია, ზოგჯერ ნაკლები; ე)
საკითხი არ არის სწორად ფორმულირებული.
62.პარალელურად შეერთებულ გამტართა რაოდენობის გაზრდისას
სრული წინაღობა
ა) იზრდება;
ბ) მცირდება; გ) არ იცვლება; დ) ზოგჯერ იზრდება, ზოგჯერ მცირდება.
ე) დამოკიდებულია გამტარის გვარობაზე.
63.ერთნაირ ძაბვასა და P1<P2
სიმძლავრეზე გაანგარიშებული ორი ნათურიდან P1 სიმძლავრის ნათურას აქვს
ა) მეტი წინაღობა; ბ) ნაკლები წინაღობა; გ) ისეთივე წინაღობა, როგორიც მეტი სიმძლავრის ნათურას; დ) ზოგჯერ მეტი სიმძლავრის ნათურაზე მეტი წინაღობა,
ზოგჯერ ნაკლები. ე) დამოკიდებულია
ვოლფრამის ძაფის დნობის ტემპერატურაზე.
64.ერთნაირ ძაბვაზე გაანგარიშებული 40 და 100 ომი წინაღობის
მიმდევრობით შეერთებული ნათურებიდან პირველი მოიხმარს
ა) 2,5-ჯერ მეტ სიმძლავრეს; ბ)
2,5-ჯერ ნაკლებ სიმძლავრეს; გ) ისეთივე
სიმძლავრეს, როგორსაც მეორე; დ) ზოგჯერ
2,5-ჯერ მეტ, ზოგჯერ ნაკლებ სიმძლავრეს; ე)4-ჯერ
ნაკლებ სიმძლავრეს.
65.თუ მიმდევრობით შეერთებულ ორ ერთნაირ სპირალს შევაერთებთ
პარალელურად და ჩავრთავთ იმავე ძაბვის წრედში, მაშინ სპირალებში გამოყოფილი სითბო
ა) გაიზრდება
4-ჯერ; ბ) შემცირდება
4-ჯერ; გ) გაიზრდება 2-ჯერ; დ) შემცირდება 2-ჯერ. ე) გაიზრდება 8-ჯერ.
66.შეკრულ კონტურში ჩაკეტილ ტრაექტორიაზე მუხტის გადატანაზე
შესრულებული სრული მუშაობა
ა) მეტია გარე
ძალების მუშაობაზე; ბ) ნაკლებია
გარე ძალების მუშაობაზე; გ) ტოლია გარე ძალების
მუშაობის.
67.როდესაც 5ვ ემ ძალისა და 1 ომი შიგა წინაღობის დენის
წყარო ჩაკეტილია 4 ომი წინაღობის რეზისტორით, მაშინ წრედში გამავალი დენია
ა) 25ა; ბ)
5ა; გ) 1,25ა;
დ) 1ა;
ე) 2ა.
68.თუ 0,5 ომი შიგა წინაღობის დენის წყარო ჩაკეტილია
ას-ასი ომი წინაღობის პარალელურად შეერთებული 50 ნათურათი, რომელთა ბოლოებზე ძაბვა
220ვ-ია, მაშინ დენის წყაროს ემ ძალაა
ა) 550ვ; ბ)
375ვ; გ) 330ვ; დ) 275ვ; ე) 250ვ.
69.როდესაც ელექტროლიტის ხსნარში გამავალი დენი 2-ჯერ
შეამცირეს, ელექტროლიზის ხანგრძლივობა კი 4-ჯერ გაადიდეს, მაშინ კათოდზე გამოყოფილი
ნივთიერების მასა
ა) იზრდება 8-ჯერ;
ბ) იზრდება 2-ჯერ; გ) მცირდება 8-ჯერ; დ) მცირდება 2-ჯერ; ე) იგივე რჩება.
70.წყალში სრულად ჩაძირეს ორი ერთნაირი მოცულობის სხეული,
რომელთა სიმკვრივეების შეფარდებაა 3/2. პირველ სხეულზე იმოქმედა 6 ნ-ის ტოლმა ამომგდებმა
ძალამ. რისი ტოლია მეორე სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალა?
ა) 2 ნ; ბ)
3 ნ; გ) 4 ნ; დ) 6
ნ; ე) 9 ნ.
71.თუ ავტომობილმა A-დან B ქალაქამდე 180კმ 2სთ-ში დაფარა,
მაშინ იგი 30წთ-ში გაივლიდა
ა) 45კმ-ს;
ბ) 90კმ-ს; გ) 6კმ-ს;
დ) 60 კმ-ს; ე) მოცემული პირობით შეუძლებელია დავადგინოთ,
რა მანძილს გაივლის ავტომობილი 30წთ-ში.
72.შვეულ ღერძზე, თავისუფლად ვარდნილ სხეულზე მოქმედი
სიმძიმის ძალისა და აჩქარების
ა) გეგმილები დადებითია; ბ) გეგმილები უარყოფითია; გ) სიმძიმის ძალის გეგმილი დადებითია, აჩქარების
უარყოფითი; დ) გეგმილების ნიშანი ღერძის მიმართულებაზეა დამოკიდებული.
73.როდესაც 0,15კგ მასის სხეული მოძრაობს შვეულად ქვევით
თანაბარაჩქარებულად და მასზე მოქმედი ძალების ტოლქმედი 1,5ნ-ია, მაშინ სხეულის აჩქარების
მოდული
ა)10 მ/წმ2-ია და მიმართულია ზევით; ბ) 10 მ/წმ2-ია
და მიმართულია ქვევით;
გ) 0,1 მ/წმ2-ია და მიმართულია ზევით; დ) 0,1 მ/წმ2-ია და მიმართულია ქვევით.
74.ფიზიკური სიდიდის 1000-ჯერ გადიდებას აღნიშნავს თავსართი
ა) მილი(მ);
ბ) კილო(კ); გ) მეგა(მგ); დ) სანტი(ს); ე) მიკრო(მკ).
75.ფიზიკური სიდიდის 1000-ჯერ შემცირებას აღნიშნავს
თავსართი
ა) მილი(მ); ბ) კილო(კ); გ) მეგა(მგ); დ) სანტი(ს); ე) მიკრო(მკ).
76.კვადრატული ფორმის ფირდიტის გვერდის სიგრძე, როცა
მისი ფართობი 16 სმ2-ია, არის
ა) 8 სმ;
ბ) 0,04 მ; გ) 16 სმ;
დ) 0,02 მ; ე) არც ერთი პასუხი სწორი
არ არის.
77.მოვლენაა
ა) ფოთოლცვენა; ბ) დედამიწა; გ) რეზინი;
დ) დედა; ე) არც ერთი პასუხი სწორი
არ არის.
78.როდესაც 2,7 მ სიმაღლიდან ჩამოვარდნილი ბურთი იატაკიდან
ახტა და 1 მ სიმაღლეზე დაიჭირეს, მაშინ ბურთის მიერ გავლილი მანძილი და გადაადგილება,შესაბამისად,
არის
ა) 1,7 მ და 1,7 მ, მიმართული ქვევით; ბ) 1,7 მ და 3,7 მ, მიმართული ქვევით;
გ) 3,7 მ და 1,7 მ, მიმართული ზევით; დ) 3,7 მ და 1 მ, მიმართული ზევით;
ე) 3,7 მ და
1,7 მ, მიმართული ქვევით.
79. მოცემული ფორმულებიდან სწორად არ არის ჩაწერილი
ა) v=s/t;
ბ) t=v/s; გ) s=vt;
დ)t=s/v; ე)არც ერთი პასუხი სწორი
არ არის.
80.ნივთიერების დიფუზიის სიჩქარე ტემპერატურის გადიდებით
იზრდება, რადგან
ა) იზრდება ნაწილაკების ურთიერთქმედება; ბ) იზრდება ნაწილაკების სიჩქარე; გ) ნივთიერება ფართოვდება;
დ) მცირდება ნაწილაკების სიჩქარე ე) არც ერთი პასუხი სწორი არ არის.
81.თუ თანაბრად მოძრავი სხეული 1 სთ-ში გადის 60 კმ-ს,
მაშინ ის 5 წთ-ში გაივლის
ა) 25 კმ-ს;
ბ) 12 კმ-ს; გ) 5 კმ-ს; დ) 1 კმ-ს; ე) 8 კმ-ს.
82.როდესაც მოცემული მასის იდეალური აირის აბსოლუტური
ტემპერატურის 2-ჯერ გადიდებით წნევა 25%-ით იზრდება, მაშინ აირის მოცულობა
ა) მცირდება 1,6-ჯერ; ბ)
იზრდება 1,6-ჯერ; გ)მცირდება
2-ჯერ; დ) იზრდება 2-ჯერ; ე) არ იცვლება.
83.მოცემული მასის იდეალური აირის შეკუმშვისას მცირდება
ა) წნევა;
ბ) მასა; გ) სიმკვრივე; დ) მოლეკულებს
შორის საშუალო მანძილი.
84.იზობარული პროცესისას მოცემული მასის იდეალური აირის
მდგომარეობის დამახასიათებელ პარამეტრებს შორის მართებულია დამოკიდებულება
ა) P1/T1=P2/T2;
ბ)
V1/T1=V2/T2; გ) P1V1=P2V2;
დ) PV/T=const; ე)pV=m/M RT.
85.იზოთერმული პროცესისას მოცემული მასის იდეალური აირის
მდგომარეობის დამახასიათებელ პარამეტრებს შორის მართებულია დამოკიდებულება
ა) P1/T1=P2/T2;
ბ) V1/T1=V2/T2;
გ)
P1V1=P2V2; დ) PV/T=const; ე)pV=m/M RT.
86.იზოქორული პროცესისას მოცემული მასის იდეალური აირის
მდგომარეობის დამახასიათებელ პარამეტრებს შორის მართებულია დამოკიდებულება
ა) P1/T1=P2/T2;
ბ) V1/T1=V2/T2;
გ) P1V1=P2V2;
დ) PV/T=const; ე)pV=m/M RT.
87.როდესაც ბგერითი ტალღის სიხშირე 1100 ჰც-ია, ხოლო
ჰაერში გავრცელების სიჩქარე 330მ/წმ, მაშინ მისი ტალღის სიგრძეა
ა) 346800 მ;
ბ) 3 მ; გ) 1 მ; დ) 0,3 მ; ე) 20 სმ.
88.როდესაც იდეალური სითბური მანქანა სახურებლიდან იღებს
500K ტემპერატურის 3360ჯ სითბოს რაოდენობას, მაშინ ის 400K ტემპერატურის მაცივარს გადასცემს
ა) 475ჯ სითბოს;
ბ) 2688ჯ სითბოს; გ) 3620ჯ სითბოს; დ) 5761ჯ სითბოს; ე)550ჯ სითბოს.
89.ავტომობილი მოძრაობს 80 კმ/სთ სიჩქარით. რა დროში
გაივლის ის 160 მ-?
ა) 0,5 წმ;
ბ) 2 წმ; გ) 4,2 წმ; დ)
7,2 წმ; ე) 12 წმ.
90.მდინარის ნაპირზე მდგომი დამკვირვებელი ხედავს, რომ
დინების წინააღმდეგ მცურავი ნიჩბოსანი ნავით მის მიმართ 1,5 მ/წმ სიჩქარით მოძრაობს,
ხოლო ამავე დროს ნავის სიახლოვეში მოტივტივე
ხის მორი - 0,5 მ/წმ სიჩქარით. რა დროში დაშორდებიან ნავი და მორი ერთმანეთს 30 მ-ის ტოლი მანძილით?
ა) 15 წმ; ბ) 20 წმ;
გ) 30 წმ; დ) 45 წმ; ე) 60 წმ.
91.ორ ურთიერთპერპენდიკულარულ ქუჩაზე მოძრავი ავტობუსი
და ავტომობილი უახლოვდებიან გზაჯვარედინს. ავტობუსის სიჩქარეა 30 კმ/სთ, ავტომობილისა
კი - 40 კმ/სთ. იპოვეთ ავტობუსისა და ავტომობილის ფარდობითი სიჩქარის მოდული.
ა) 10 კმ/სთ;
ბ) 35 კმ/სთ; გ) 50 კმ/სთ; დ) 60 კმ/სთ; ე) 70 კმ/სთ.
92.მოსწავლემ სახლიდან სკოლამდე გზის პირველი ნახევარი 3 კმ/სთ სიჩქარით
გაიარა, გზის მეორე ნახევარი კი გაირბინა 7 კმ/სთ სიჩქარით.რისი ტოლია მოსწავლის საშუალო
სიჩქარე ამ გზაზე?
ა) 4,2 კმ/სთ; ბ) 4,25 კმ/სთ; გ) √21 კმ/სთ; დ) 4,9 კმ/სთ; ე) 5 კმ/სთ.
93.სამ სხეულს, მასებით
m1 = m, m2 = 2m და m3 = 3m, შესაბამისად გააჩნიათ
v1 = 6v, v2= 5v და v3 = 4v სიჩქარეები. დაალაგეთ
ეს სხეულები კინეტიკური ენერგიების ზრდის მიხედვით (უმცირესიდან უდიდესისაკენ) :
ა) 1, 2, 3;
ბ) 1, 3, 2; გ) 2,
1, 3; დ) 3, 2, 1;
ე) 3, 1, 2.
94.m მასისა და V მოცულობის სხეული ცურავს ρ სიმკვრივის სითხეში. ამ სიდიდეებიდან რომლის (ან რომელთა) ცოდნაა აუცილებელი
სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალის დასადგენად?
ა) მხოლოდ m; ბ) m და ρ; გ) Vდა ρ; დ) m და V;
ე) V და ρ.
95.სხეულის სიჩქარის 9-ჯერ გაზრდის შემდეგ მისი კინეტიკური
ენერგია გაიზრდება
ა) 3-ჯერ;
ბ) 9-ჯერ; გ) 18-ჯერ; დ) 27-ჯერ;
ე) 81-ჯერ.
96.ჰიდრავლიკური წნეხის მცირე დგუშის დიამეტრი უდრის
2 სმ, დიდი დგუშისა კი - 14 სმ. რა ძალას განავითარებს დიდი დგუში, თუ მცირე დგუშს
200 ნ ძალას მოვდებთ?
ა) 200ნ; ბ)
1400 ნ; გ) 2800 ნ; დ)
9800 ნ; ე) 14000 ნ.
97.1 მ რადიუსის წრეწირზე მოძრავი სხეულის ბრუნვის სიხშირე
0,5 ჰერცია. რა მანძილს გაივლის სხეული 2 წამში?
ა) 1მ; ბ)
2მ; გ) 3,14 მ; დ) 4 მ;
ე) 6,28 მ.
98.1 მ რადიუსის წრეწირზე მოძრავი სხელის ბრუნვის სიხშირე
0,5 ჰერცია. რისი ტოლია ცენტრისკენული აჩქარება?
ა) 1 მ/წმ2; ბ) 3,14 მ/წმ2; გ) 4 მ/წმ2; დ) 6,28 მ/წმ2; ე)
(3,14)2 მ/წმ2.
99.დახრილ სიბრტყეზე დევს ლითონის ძელაკი. ნელ-ნელა
ზრდიან დახრის კუთხეს. როცა კუთხე α გახდება ძელაკი ჩამოსრიალებას იწყებს. რისი ტოლია
ხახუნის კოეფიციენტი?
ა) sin α;
ბ) α (რადიანებში); გ) tg α; დ) 1-cos α; ე) ctg α.
100.4 კგ მასის სხეულზე t დროის მანძილზე მოქმედებდა
3 ნ სიდიდის ძალა, რის შედეგადაც სხეულის სიჩქარე 2 მ/წმ-დან 8 მ/წმ-მდე გაიზარდა.
რისი ტოლია t?
ა) 4 წმ; ბ) 8 წმ; გ) 12 წმ;
დ) 16 წმ; ე) 24 წმ.
101.რა მუშაობა სრულდება 3 კგ ტვირთის 6 მ სიმაღლეზე
ატანისას?
ა) 0,5 ჯ;
ბ) 2 ჯ; გ) 5 ჯ; დ) 18 ჯ;
ე) 180 ჯ.
საინტერესო ბლოგია ნანა, გისურვებ წარმატებებს!
ReplyDeleteმადლობა ნინო. შენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია <3
ReplyDelete