გაკვეთილის გეგმები

                                       გაკვეთილის დაგეგმვა
           სასწავლო პროცესის წარმართვაში მასწავლებელს უდიდესი როლი აკისრია, რადგან ს მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შედეგი პირდაპირ კავშირშია  მოსწავლის აკადემიურ მიღწევებთან , აგრეთვე ის უნდა იყოს იმის გარანტიც, რომ მის მიერ აღზრდილი მოსწავლე აღჭურვილი იყოს  21-ე საუკუნის მაღალი დონის უნარებით და თავისუფლად შეეძლოს  სწრაფადცვალებად მსოფლიოში ლავირება და განვითარება.
     მეცნიერული კვლევების შედეგად დამტკიცებულია, რომ რაც უფრო კარგად  არის ორგანიზებული  სასწავლო პროცესი და რაც უფრო პროფესიონალი ადამიანი დგას ამ ორგანიზების უკან, მით უფრო მაღალია მოსწავლეების მოტივაცია სასწავლო პროცესის მიმართ და  მეტი ხალისით ეკიდებიან ისინი სწავლებას. ორგანიზებულ სასწავლო პროცესს კი აუცილებლად  სჭირდება სამოქმედო გეგმა. ამ გეგმიდან ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი კი გაკვეთილის გეგმას  ანუ  საგაკვეთილო  პროცესის  დაგეგმვას  უკავია.
       გაკვეთილის დაგეგმვა ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია ეფექტური სასწავლო პროცესის წარმატებით განსახორციელებლად. ალბათ დამეთანხმებით, რომ მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს დაგეგმილი და გააზრებული ყოველი მომდევნო გაკვეთილის სიუჟეტი.თუ რა არის ამა თუ იმ გაკვეთილზე მისი მთავარი მიზანი და გადასაჭრელი ამოცანა, რა აქტივობებს განახორციელებს ამ მიზნის განსახორციელებლად, რომელ მეთოდებს გამოიყენებს, მოსწავლეთა ორგანიზების რა ფორმებს მიანიჭებს უპირატესობას, რა შედეგს მიიღებს, როგორ გაზომავს  მას და რაც ყველაზე მთავარი ჩატარებული გაკვეთილის ანალიზის საფუძველზე როგორ დაგეგმავს ახალ, მომდევნო  გაკვეთილს.
     როცა გაკვეთილის დაგეგმვაზე ვიწყებთ საუბარს  არ შეიძლება არ აღინიშნოს ჩვენში, მასწავლებლებში გაბატონებული მიდგომა ამ საკითხის მიმართ, როცა ჩვენ გამოვხატავთ შინაგან პროტესტს გაკვეთილის დაგეგმვის მიმართ და ამის დასამტკიცებლად შემდეგი არგუმენტები მოგვყავს:  კარგ მასწავლებელს არ სჭირდება წინასწარ გაკვეთილის დაგეგმვა, შემოქმედმა  მასწავლებელმა  იქვე უნდა შეძლოს დაინახოს კლასის საჭიროება და ისე დაგეგმოს გაკვეთილი და არა წინასწარ, რადგან კლასი ცოცხალი ორგანიზმია და წინასწარ რაღაცის დაწერა დროის ფუჭი ხარჯვაა და მეტი არაფერი.  არადა სწორედ გაკვეთილის დაგეგმვის დროს ხდება იმ უდიდესი  გამოცდილების მიღება, რაც პროფესიონალურად ზრდის მასწავლებელს და   დაგეგმვის შედეგად მიღებული გამოცდილებით ხვეწს და უკეთესს ხდის თავის ყოველ მომდევნო გაკვეთილს.
       მე დღეს ვისაუბრებ გაკვეთილის დაგეგმვაზე, მის ყველა ფაზაზე და თქვენ კონკრეტული მაგალითის საფუძველზე განახებთ, როგორ დავგგეგმოთ გაკვეთილი.                                                                                                                                                                                                                                      
თავდაპირველად მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს გაკვეთილის მიზანი.
  ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგადად გაკვეთილის მიზანს თავის მხრივ გააჩნია 3 ძირითადი ფუნქცია. ესენია: საგანმანათლებლო, განმავითარებელი და აღმზრდელობითი მიზანი. გაკვეთილის მიზნის დაწერის დროს სწორედ უზრუვნელყოფილი უნდა იყოს სამივე კომპონენტის კომპლექსურობა და ურთიერთკავშირი.
      გაკვეთილის მიზნის განსაზღვრის დროს  მასწავლებლის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მოსწავლე, კლასის პროფილი, აგრეთვე თუ რა ტიპის გაკვეთილს ატარებს იგი, მიმდინარეს თუ შემაჯამებელს  და რა თქმა უნდა ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტი,შედეგები და მათი ინდიკატორები.
      გაკვეთილის მიზანი უნდა იყოს რეალისტური, კონკრეტული და მარტივი.არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაკვეთილის მიზანი იწერება მოსწავლეებისათვის და სწორედ  მათ შესაძლებლობებს უნდა შეესაბამებოდეს   გარკვეულწილად  იგიგაკვეთილის მიზანი შეიძლება იყოს, როგორც გარკვეული ინფორმაციის გადაცემა მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისათვის, ასევე ზოგადი ან სპეციფიკური საგნობრივი უნარების განვითარებისათვის ხელშეწყობა. მიზნის დაწერის დროს უნდა გამოვიყენოთ შემდეგი ზმნები: გაიგებენ,აღწერენახსნიან, შეადარებენ, გაანალიზებენ, შეაჯამებენ,შეაფასებენ და ასე შემდეგ. ყურადღება უნდა მივაქციოთ აგრეთვე მიზნების თანმიმდევრობას, ანუ ზოგადად მოსწავლემ ახალი თემა ჯერ უნდა გაიგოს, შემდეგ აღწეროს, გაანალიზოს და ბოლოს შეაჯამოს.
მას შემდეგ, რაც განვსაზღვრავთ გაკვეთილის გეგმას საჭიროა გადავხედოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას, კერძოს ისტორიის სტანდარტს და განვსაზღვროთ  ამ  კონკრეტული გაკვეთილით  სტანდარტის რომელი მიმართულების შედეგზე და ინდიკატორზე  გავდივართ. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში სტანდარტი, შედეგი და მათი ინდიკატორები შემდეგნაირად ჩამოყალლიბდება.
როცა უკვე ვიცით გაკვეთილის თემა, მიზანი და რას ველით ამა თუ იმ გაკვეთილიდან უნდა ვიზრუნოთ რესურსებზე. დამეთანხმებით, ალბათ რომ კარგად შერჩეული რესურსები ერთის მხრივ წარმატებული და მეორეს მხრივ ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილის ჩატარებას უზრუნველყოფს. ხშირად მასწავლებლები ჩივიან, რომ სკოლების ადმინისტრაცია მათ ვერ უზრუნველყოფს საჭირო რესურსებით, რაც აბრკოლებს მათი მხრიდან გაკვეთილების მაღალ დონეზე ჩატარებას.თუმცა ვფიქრობ სულაც არაა საჭირო თუნდაც ფიზიკის ყოველ გაკვეთილზე  მასწავლებელმა გამოიყენოს კომპიუტერული ტექნიკა და ზოგადად მწირი რესურსებითაც შეიძლება საინტერესო და ინოვაციური გაკვეთილის ჩატარება. დაფა და ცარციც კი ზოგჯერ საკმარისია გაკვეთილის ნორმალური მსვლელობისთვის.
მას შემდეგ, რაც უკვე შევარჩევთ რესურსებს საჭიროა გადავიდეთ მიზნიდან გამომდინარე სწორად შევარჩიოთ ის აქტივობები და მეთოდები, რომელსაც ამ კონკრეტულ გაკვეთილზე გამოვიყენებთ.
აქვე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო აქტივობებზე და მეთოდებზე, რადგან გაკვეთილის გეგმის შედგენის დროს მასწავლებლებს გვიჭირს ერთმანეთისაგან განვასხვაოთ აქტივობები და მეთოდები, მითუმეტეს რომ ზოგიერთ მეთოდურ ლიტერატურაშიც არ არის მკვეთრად გამოყოფილი ერთმანეთისაგან  აქტივობა და მეთოდი. ამ საკითხს იმიტომ მინდა განსაკუთრებული ყურადღება დავუთმო, რომ ახალი სქემის ამუშავების  შემდეგ ერთ ერთი აუცილებელი კომპონენტი სავარაუდოდ იქნება სწორედ სამოდელო გაკვეთილის ჩატარება  და ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება რასაც ეს სქემა ითვალისწინებს.
ორიოდე სიტყვით მინდა განვმარტო აქტივობის და მეთოდის რაობა.
აქტივობა არის ყოველივე ის ქმედება, რასაც აკეთებს მოსწავლე ან მასწავლებელი  კონკრეტულ გაკვეთილზე კონკრეტული, წინასწარ დასახული მიზნის განსახორციელებლად, ხოლო  როგორ აკეთებ, როგორ ასრულებ ამა თუ იმ აქტივობას არის მეთოდი. ანუ რასაც ვაკეთებთ არის აქტივობა და როგორც ვაკეთებთ არის მეთოდი. მაგალითად  მასწავლებელი  მოსწავლეებს გააცნობს ჯვაროსნული ლაშქრობების მიზეზებს და საბაბას  არის აქტივობა, ხოლო ამ ამოცანის განსახორციელებლად თუ გამოიყენებს მინი ლექციას ეს  იქნება მეთოდი.
სანამ გაკვეთილზე გამოსაყენებელ აქტივობებზე და მეთოდებზე გადავიდოდეთ, მანამდე უნდა განვმარტოთ, რომ გაკვეთილი სამფაზიანი მოდელია და იგი შედგება გამოწვევის,სიღრმისეული ცოდნის და რეფლექსიისაგან. ამიტომ აქტივობების შერჩევის დროს აუცილებელია გაკვეთილის სტრუქტუირების ეს ელემენტები გათვალისწინებული იყოს.
შემდეგ რაც დავგეგმავთ გაკვეთილზე გამოსაყენებელ ყველა აქტივობას და მეთოდს უნდა დავფიქრდეთ, გაკვეთილზე  მოსწავლეთა ორგანიზების რომელ ფორმას გამოვიყენებთ. ამ ფაქტორს ერთ ერთი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი როლი ენიჭება გაკვეთილის დაგეგმვის დროს, რადგან გაკვეთილის მსვლელობის შემდეგ მოფიქრებული მოსწავლეთა ორგანიზების სხვადასხვა ფორმა, მაგალითად ჯგუფური მუშაობა გამოიწვევს კლასში უსაფუძვლო ხმაურს და დროის არარაციონალურ ხარჯვას.
ზოგადად ყველაზე უფრო გავრცელებულია  მოსწავლეთა ორგანიზების ორი ფორმა: მთელ კლასთან და ჯგუფურ მუშაობა.  ჯგუფური მუშაობის ფორმის გამოყენების დროს უმჯობესია სანამ გაკვეთილი დაიწყება მანამდე ვთხოვოთ მოსწავლეებს, რომ ისინი დასხდნენ ჯგუფებად.( აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  შეიძლება  მოსწავლეებს თვითონ მივცეთ საშუალება ერთად დასხდნენ ისინი, ვისაც უადვილდებათ ერთად მუშაობა, თუმცა ყურადღება უნდა გავამახვილოთ მინიმუმ ორ ფაქტორზე: ერთი რომ არ მოხდეს ჯგუფების  გადანაწილება დონეების მიხედით( თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ესეც შესაძლებელია) და მეორე, ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს რათა მათ შეძლონ კლასის ყველა წევრთან მოსინჯონ თავიანთი შესაძლებლობები). ასევე გასათვალისწინებელია, რომ  გაკვეთილის დაგეგმვისას ყურადღება  მივაქციოთ მიზანმიმართულ ბავშვების ჯგუფებად დაყოფას, რათა არ მოხდეს ინდივიდუალური სასწავლო პროგრესის შეფერეხება, რადგან სხვადასხვა პედაგოგიური  კვლევებით  დასტურდება, რომ  სწორედ ევალვაცია ემსახურება სწავლის შედეგის სწორშეფასებასა და შემდგომი ნაბიჯების თანმიმდევრულ დაგეგმვას. თუმცა მხოლოდ სწავლის შედეგების შეფასება არ განაპირობებს შემდგომი პროცესის სწორ დაგეგმვას. მასწავლებელმა მოსწავლის ინდივიდუალური მონაცემები და ძალისხმევა უთუოდ უნდა გაითვალისწინოს.
ეს მცირე კომენტარი ჯგუფური მუშაობის შესახებ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წინასწარ აუცილებელია გაკვეთილის დაგეგმვა, კარგად გააზრება, თუ რამდენად საჭიროა ან არაა საჭირო მოსწავლეთა ორგანიზების  ესა თუ ის ფორმა, რადგან ზოგჯერ  მასწავლებლები ცალკე განყენებულად, ერთიან საგაკვეთილო სივრცესთან არაორგანულად შერწყმულ მეთოდს თუ ფორმას იყენებენ და ჰგონიათ, რომ  ისინი ატარებენ თანამედროვე მოთხოვნების  შესაბამის გაკვეთილებს.
მას შემდეგ რაც უკვე გარკვეული გვაქვს აქტივობები, მეთოდები და მოსწავლეთა ორგანიზების რომელ ფორმებს გამოვიყენებთ საჭიროა მოვახდინოთ დროის მენეჯმენტი ანუ განვსაზღვროთ რომელი აქტივობის განხორციელებას რამდენ დროს დავუთმობთ.
აგრეთვე   მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს განსაზღვრული  გაკვეთილზე მოსწავლეთა შეფასებისათვის რომელ ფორმას გამოიყენებს: განმსაზღვრელს თუ განმავითარებელს, ხოლო თუ მასწავლებელი განმსაზღვრელი შეფასების  გამოყენებას აპირებს მას უნდა ჰქონდეს შეფასებისათვის აუცილებელი  რუბრიკები. რაც წინასწარ ცნობილი უნდა იყოს მოსწავლისათვის და თვალსაჩინო ადგლზე იყოს გამოკრული. სწავლის შედეგის დადგენისა და შეფასების მეთოდი არ უნდა იყოს ბავშვების ყოველდღიური, ჩვეული სასწავლო გარემოდან ამოვარდნილი. არც ცოდნის დონის დადგენის მეთოდი და არც თვითშეფასების ფორმები ბავშვში შიშსა და კონტროლის განცდას არ უნდა იწვევდეს, ხოლო   კონკრეტულ ნიშანს   სადამსჯელო ფუნქცია კი არ უნდა ჰქონდეს, არამედ მოტივაციის ამაღლების საშულებად უნდა ვაქციოთ იგი. მოსწავლის ცოდნა უნდა შევაფასოთ და არა მოსწავლის არცოდნა. თუ ჩვენ მოსწავლეს ვუწერთ 6- ან 7- ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა იმაზე თუ რა არ იცის მან, არამედ თუ რა იცის და რატომ მიიღო ეს ქულა.აქვე რეკომენდაცია უნდა მივცეთ რაა საჭირო იმისათვის, რათა მან მომდევნო გაკვეთილებზე გააუმჯობესოს თავისი ქულა.





 ინტეგრირებული პროექტი: „შიგაწვის ძრავიდან ელექტროძრავამდე“
პროექტის ავტორი: ნანა სვანიძე ( სსიპ ქ. ქუთაისის #14 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი)
პროექტის დირექტორი: ელისო ჯიბლაძე ( სსიპ ქ. ქუთაისის #14 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი)


პროექტის დასახელება  –  შიგაწვის ძრავიდან ელექტროძრავამდე 


პრობლემის განსაზღვრა  და მისი  აქტუალობის დასაბუთება: 

              თანამედროვე ქალაქები  სატრანსპორტო  საშუალებების სიმრავლით გამოირჩევა.დამძიმდა ეკოლოგიური ვითარება, გახშირდა ალერგიული, სიმსივნური  და  სხვა დაავადებების  შემთხვევები, რომელთა გამომწვევი ერთ–ერთი სერიოზული მიზეზია დაბალი ხარისხის ტყვიით გაჯერებული ბენზინი და მისი გამონაბოლქვი . ამასთან  სატრანსპორტო საშუალებები ჩვენი ყოველდღიურობის  შეუცვლელ აუცილებლობას წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში დღის წესრიგში  დგება  ალტერნატიული საშუალებების  მოძიებისა და გამოყენების საკითხი, რის შესახებაც საზოგადოება ნაკლებ ინფორმირებულია.


მიზანი–
მოსწავლეები გამოიკვლევენ შიგაწვის ძრავის მოქმედებით გამოწვეულ  შედეგებს გარემოსა და ადამიანზე,  განიხილავენ ეკოლოგიურად უსაფრთხო  მოდელებს და მოახდენენ საზოგადოების ინფორმირებას.



ამოცანები:
·         მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას სამედიცინო , ეკოლოგიური მიმართულებების დაწესებულებებში  (კონკრეტული ჩამონათვალი)  სხვადასხვა დაავადებების გავრცელების ფორმების და რაოდენობის შესახებ  სტატისტიკური მონაცემების დადგენის მიზნით . დაადგენენ დაავადებათა მასშტაბების ზრდის დინამიკას.
·         მოსწავლეები  მოიძიებენ და გაანალიზებენ მასალებებს, ახდენს თუ არა ეს პროცესი გავლენას შობადობისა და გამრავლების დინამიკაზე.
·         მოსწავლეები გამოიკვლევენ რომელი მოდელის და როგორი ხანდაზმულობის   მანქანები მოძრაობენ ქალაქში  და რა გავლენას ახდენენ ეკოლოგიურ პრობლემებზე.
·         მოსწავლეები მოიძიებენ    ინფორმაციას   სატრანსპორტო  საშუალებების შიგაწვის  ძრავისა და   ელექტროძრავის ტექნიკური მაჩვენებლების შესახებ, გააანალიზებენ  თითოეულ შემთხვევას და გამოკვეთენ ელექტროძრავის  უპირატესობას.
·         გამოიკითხავენ საზოგადოების აზრს და   მოახდენენ მის ინფორმირებას  პროექტის შედეგების შესახებ, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისათვის  ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ელექტროძრავით აღჭურვის შესახებ.




განხორციელების გზები:
·         მოსწავლეებში ნაწილდება ფუნქციები ;შეხვედრები მრგვალ მაგიდასთან.
·         მოსწავლეების მიერ კვლევის განხორციელების მიზნით სხვადასხვა ტიპის კითხვარების მომზადება.

·         ვიზიტები სამედიცინო დაწესებულებებში (მე–9 კლასის მოსწავლეები  ონკოლოგიური და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში(კონკრეტული ჩამონათვალი)  ადგენენ მონაცემებს ბოლო დროს ეკოლოგიური ფონის შეცვლის გამო გავრცელებული დაავადებების ( კონკრეტული დაავადებები)  შესახებ.  ადგენენ თითოეული დაავადების კონკრეტულ მაჩვენებელს, ასაკობრივ მაჩვენებელს.(დანართი #1.:))
·         სამუშაო შეხვედრები –  მოძიებული მასალის  საფუძველზე  მოსწავლეები  ახდენენ მასალის გაანალიზებას, ადგენენ სტატისტიკურ მონაცემებს, რომელსაც გამოსახავენ გრაფიკული  სახით.

·         სატრანსპორტო სამსახურებში ვიზიტი– მოსწავლეები ადგენენ ინფორმაციას რა მოდელის მანქანები ემსახურება ქალაქს, ზოგადად რა ტიპის მოდელები მოძრაობს ქალაქში. როგორია მათი ხანდაზმულობის დინამიკა. ადგენენ რომელი ტიპის ტრანსპორტი რა სახის  ზიანს აყენებს გარემოს და ადამიანებს.

·         ინტერვიუები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან.

·         სამოდელო გაკვეთილები –  ლაბორატორიული სამუშაოები.

·         საინფორმაციო ლიფლეტების მომზადება .

·         პროექტის საბოლოო პრეზენტაცია.







მოსალოდნელი შედეგები
·         მოსწავლეებმა გამოიკვლევიეს შიგაწვის ძრავის მოქმედებით გამოწვეულ  შედეგები გარემოსა და ადამიანზე , დააადგინეს დაავადებათა ზრდის დინამიკა, მისი გავლენა ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობასა და  გამრავლების პროცესზე.
·         მოსწავლეებმა მოიძიეს შესაბამისი ინფორმაცია, გააანალიზეს და გააცნობიერეს  ეკოლოგიურად ნაკლებუსაფრთხო  ტრანსპორტის   უპირატესობა.
·         მოსწავლეებმა შეისწავლეს შიგაწვისა და ელექტროძრავის მოქმედების პრინციპი; გამოიკვლიეს მათი მქ კოეფიციენტები და მოახდინეს შედარება; დაადგინეს, რომ ელექტროძრავას მქ კოეფიციენთი 2-3 - ჯერ მეტია, ვიდრე შიგაწვის ძრავისა, ე.ი. შესაბამისად უფრო ეკონომიურია.
·         მოსწავლეებმა შეძლეს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ინფორმირება, შეიმუშავეს რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისათვის  ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ელექტროძრავით აღჭურვის შესახებ.


პროექტის შეფასება  და თვითშეფასება
·         პროექტის შეფასებისათვის შერჩეული იქნა შიდა მონიტორინგის ჯგუფი( 1მოსწავლე, 2  მასწავლებელი). შემუშავდა შეფასების კრიტერიუმები( მაგ.  ღონისძიებების ჩატარება მითითებულ ვადებში , ბიუჯეტის განკარგვა  მითითებული სქემის მიხედვით და ა.შ).
·         გარე მონიტორინგის ჯგუფი, დამფინანსებლის წინაშე ეტაპობრივი და საბოლოო ანგარიშების წარდგენა .



პროექტის ბიუჯეტი




#
დასახელება
რაოდენობა
საცალო ფასი(ლარებში)
სულ თანხა(ლარებში)
შენიშვნა
1
საკლასო ოთახი
1
სკოლის წვლილი
სკოლის წვლილი

2
ფიზიკის ლაბორატორია
1
სკოლის წვლილი
სკოლის წვლილი

3
ხელსაწყოები და მასალბი ცდებოსათვის
1
სკოლის წვლილი
სკოლის წვლილი

4
ექსპერტი– მასწავლებლები
2
სკოლის წვლილი
სკოლის წვლილი

5
კომპიუტერი– კომბაინი, ინტერნეტი, პროექტორი
2
სკოლის წვლილი
სკოლის წვლილი

6
საბეჭდი ქაღალდები
5
7.00
35.00

7
საწერკალამი
20
0.20
4.00

8
ბიბლიოთეკა
1
სკოლის წვლილი
სკოლის წვლილი

9
ფოტოაპარატი
1
სკოლის წვლილი
სკოლის წვლილი

სულ



39.00

No comments:

Post a Comment