Wednesday, December 30, 2015

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

რას ველოდებოდით და რა მივიღეთ 2015 წლისგან? არის თუ არა ყოველთვის ჩვენი მოლოდინი ჩვენს შესაძლებლობებთან პირდაპირპროპორციული? ვართ კი თვითკრიტიკულნი? სხვის განსჯას არაფერი უნდა, ძნელია საკუთარ თავში მოძებნო "დამნაშავე".
მთელი წელი რომ გითხრათ, ფუტკარივით ვშრომობდითქო, მაინც არ დამიჯერებთ და მართალიც იქნებით. სიზარმაცე ხშირად მსტუმრობს ხოლმე, ზოგჯერ ცოტა დეპრესიულიც ვარ, ზოგჯერ ინდიფერენტულიც, მაგრამ ეს ისევე მალე მთავრდება, როგორც იწყება. თუ საქმეს ხელს მოვკიდებ, აუცილებლად ბოლომდე მივიყვან. ასეთი ხასიათი მაქვს. შუა გზაზე ვერ გავჩერდები.
როგორც ფიზიკის მასწავლებელმა სექტემბრიდან დღემდე მხოლოდ ეს შევძელი:
N14 საჯარო სკოლა: ფიზიკა - 13 საათი, ასტრონომია - 2 საათი. 
N41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა: ფიზიკა - 5 საათი.
1.mastsavlebeli.ge - პუბლიკაცია „პროექტით სწავლების უპირატესობა ფიზიკის
გაკვეთილებზე“ Nana Svanidze‎ to Mastsavlebeli.Ge - ინტერნეტგაზეთი "მასწავლებელი"
 2.მასწავლებელთა IV საუნივერსიტეტო კონფერენცია „უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“ - სერტიფიკატი
3.მასწავლებელთა მე-3 ეროვნული კონფერენცია
4.ინტეგრირებული პროექტი „ტრანსპორტირების უსაფრთხოების ადვოკატირება“ - პროექტის ავტორი
5.ფასილიტატორთა ტრენინგი
6.მასწავლებელთა დახმარება თვითშეფასების კითხვარის შევსებისას
7.მოსწავლეთა 70-ე ეროვნული კონფერენცია
8.მედიაწიგნიერებაში გაკვეთილის გეგმა

9.პორტფოლიოს საფუძველზე 6 კრედიტ-ქულა
როგორც დედამ, შვილმა, დედამთილმა, ბებიამ, დამ, მეგობარმა რა და როგორ გავაკეთე, ეს არ უნდა იყოს განხილვის თემა. მე მაინც მუდამ უკმაყოფილების გრძნობა მაქვს. ვხედავ, მეტი შემეძლო და ბოლომდე არ დავიხარჯე. 
მაძლიერებს ჩემი შვილების წარმატებები, ისევე, როგორც ყველაზე მეტად მტკივა მათი ტკივილი; მაძლიერებს ჩემი მეგობრების მხარში დგომა, ღმერთმა კარგად მიმყოფოს მათი თავი; მახარებს ჩემი მოსწავლეების მცირედი წარმატებაც; მათი ყურადღება მალამოსავით მედება გულზე. 34 წლის მანძილზე ათასობით მოსწავლემ გაიარა ჩემს ხელში, მიუხედავად ყველაფრისა, ყველა მიყვარს! თქვენია მომავალი და მიხედეთ საქართველოს!
ყველას გილოცავთ ახალი 2016 წლის შემობრძანებას! 

Wednesday, October 14, 2015





სვანეთი 2015წ.

10 და 11 ოქტომბერს ჩემ სადამრიგებლო კლასთან ერთად ვიყავით საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში - ზემო სვანეთში. ღამის 4 საათზე ყველანი შევიკრიბეთ სკოლასთან და ავტობუსით გავემგზავრეთ ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მე და ჩემი კლასი მშობლების გარეშე წავედით. სიმართლე გითხრათ, მეშინოდა! 5 გოგო და 17 ბიჭი!!! მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა! თურმე როგორ გაზრდილან ამ ზაფხულში! როგორ მონატრებიათ ერთად ყოფნა! როგორ უფრთხილდებიან ერთმანეთს და მე! თან ჩემ სიტყვებს იმეორებენ, ზოგჯერ იუმორით, ზოგჯერ ირონიით და ზოგჯერაც სერიოზულად: "როცა რამეს აკეთებ, იფიქრე იმ ადამიანებზე, რომლებიც შენ გვერდითაა. იქნებ, მათ არ მოსწონთ თქვენი ეს საქციელი"! რამდენჯერ მეცინება ხოლმე, მაგრამ სერიოზულ სახეს ვიღებ ამ დროს :) ნანამ ასე თქვა! ნანა რას იტყვის? ნანას ეწყინება? ნანა ხომ არ ბრაზდება? და ა.შ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ნინო ხვადაგიანი - ამ მოგზაურობის სულის ჩამდგმელი! მადლობა მას და მის ოჯახს გაწეული თანადგომისა და დახმარებისთვის! <3
ქუთაისი-მესტია-უშგული-ჰაწვილი-მესტია-ენგურჰესი-ზუგდიდი-ქუთაისი!!!
https://drive.google.com/drive/folders/0B1tOCwdAt27pYnZ3c01PSk1MQ1U 

IV კონფერენცია თსუ სკოლას, სკოლა უნივერსიტეტს - პრეზენტაცია

Tuesday, October 6, 2015

კრედიტებზე წარდგენილი მასალები

IV კონფერენცია, თსუ

https://drive.google.com/open?id=0B1tOCwdAt27pcjZYNXV3dGlqWE0
<iframe src="https://docs.google.com/presentation/d/1nIkn_xoXYwFnqPJrgNmOhGMHludPb7PswbnCr5b64p0/embed?start=false&loop=false&delayms=2000" frameborder="0" width="480" height="389" allowfullscreen="true" mozallowfullscreen="true" webkitallowfullscreen="true"></iframe>

Thursday, September 10, 2015

გაკვეთილების ცხრილი 11-ბ კლასი



ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი
1
მათემატიკა
კოხრეიძე
9:00-9:45
მათემატიკა
კოხრეიძე
9–ბ
ქართული
სვანიშვილი
10–ბ
ქართული
სვანიშვილი
9–ბ
მათემატიკა
კოხრეიძე
2
ინგლისური
გაზდელიანი
9:50-10:35
9–ა
ქართული
სვანიშვილი
მათემატიკა
კოხრეიძე
11–ბ
ფიზიკა
სვანიძე
ქართული
სვანიშვილი
3
ქიმია
ბოხუა
10:40-11:25
9–ბ
ინგლისური
გაზდელიანი
გეოგრაფია
ბოგვერაძე
9–ა
ქიმია
ბოხუა
11–ბ(ასტრონ)
ასტრონომია
სვანიძე
4
ქართული
სვანიშვილი
11:40-12:25
11–ბ
ფიზიკა
სვანიძე
11–ბ(ასტრონ)
ასტრონომია
სვანიძე
12–ა(აბიტ)
ისტორია
ცნობილაძე

9–ა
რუსული
ამბროლაძე
5
ბიოლოგია
ენდელაძე
12:30-13:15
10–ბ
ისტორია
ცნობილაძე
ქიმია
ბოხუა
11–ა
მათემატიკა
კოხრეიძე
სპორტი
კაპატაძე
6
ისტორია
ცნობილაძე
13:20-14:05
11–ა
სნუ
ძაგანია
რუსული
ამბროლაძე
ბიოლოგია
ენდელაძე
გეოგრაფია
ბოგვერაძე
7
14:10-14:55

სპორტი
კაპატაძე



XI–ბ კლასის დამრიგებელი     ნანა სვანიძე

Sunday, July 19, 2015

55/33

2015 წლის 18 ივლისი, 00.00! ნონა, ლელა და თამრიკო! დიდი მადლობა გოგოები რომ გამილამაზეთ ეს დღე! ხუმრობა საქმე არ არის, 55/33!!! ანუ 55 წელი დაბადებიდან და 33 წელი სკოლაში! ლამაზი თარიღია, დამეთანხმეთ. მანამდე კი, ჯერ კიდევ 17 ივლისს ჩემმა საყვარელმა და ძველმა მეგობარმა, მერიკომ, ყველას დაასწრო "ახალი სამყაროდან" ანუ აშშ-დან და მომილოცა ეს დღე. ყოველთვის ვაგვიანებდი  და დღეს გადავწყვიტე ყველას დავასწროო :)
ЕСЛИ БЫ 21 ГОД НАЗАД У МОЕЙ ПОДРУГИ НЕ ХВАТИЛО БЫ МУЖЕСТВА И ОТВАГИ ВЗВАЛИТЬ НА СЕБЯ МОЕ РАСПОТРОШЕННОЕ ТЕЛО И ВЫВЕЗТИ МЕНЯ В РОССИЮ ДЛЯ СПАСЕНИЯ,МОИ ДЕТИ ОСТАЛИСЬ БЫ СИРОТАМИ,Я БЫ НЕ УВИДЕЛА СВОИХ ВНУКОВ,НИКОГДА БЫ УЗНАЛА,ЧТО ЕСТЬ НА ПЛАНЕТЕ ОБЕТОВАННАЯ ЗЕМЛЯ АМЕРИКА..ВСЕ БЛАГОДАРЯ ЕЙ!..НЕ МОГУ НЕ ДУМАТЬ ОБ ЭТОМ,НЕ БЛАГОДАРИТЬ ЕЕ В СВОИХ МОЛИТВАХ..
НАНЧО ТЫ МОЯ,УВАЖАЕМАЯ НАНА ВАЖАЕВНА!С ДНЁМ РОЖДЕНИЯ ТЕБЯ! ЖЕЛАЮ ТЕБЕ ЗДОРОВЬЯ И БОЖЬЕЙ МИЛОСТИ И БЛАГОДАТИ НА ДОЛГИЕ ГОДЫ ЖИЗНИ!
მადლობა მერიკო! მე ყველას ვეუბნებოდი და დღესაც იმავეს ვიმეორებ: ყველა მეგობარი ასე მოიქცეოდა! მიყვარხარ მერიკო!
18 ივლისის 00.00-დან არ გასულა არც ერთი წუთი, რომ თქვენ, მეგობრებო, ჩემთვის ან არ მოგეწერათ კედელზე, პირადში, ფორუმზე, სხვა ქსელებზე, არ დაგერეკათ როგორც მობილურზე, ასევე სახლის ნომერზე! ყველას დიდი მადლობა! თქვენ გამილამაზეთ ეს დღე!
მერიკოს პოსტზე მისი პირადი და ჩემი მეგობრებიც მილოცავდით! მადლობა!
ყველას დიდი მადლობა! ჩემი სურვილი იყო და არის კარგად მიმყოფოს ღმერთმა ჩემი ოჯახი (შვილები, შვილიშვილები, და, დედა, ნათესავები), ჩემი მეგობრები, კოლეგები და, რა თქმა უნდა, ჩემი მოსწავლეები!!! ამ უსაზღვროდ ბევრი მოლოცვიდან 90% ჩემს მოსწავლეებზე მოდის, მათზე, ვისაც ამ 33 წლის განმავლობაში ვასწავლიდი და იმათზე, ვისაც დღეს ვასწავლი. ვთვლი, ცხოვრებამ ფუჭად არ ჩაიარა!

მიყვარხართ!!!

Saturday, July 4, 2015

ჩემი რესურსები

INTEL-ის ტრენინგის მე-9 დღე

ძალიან გაგვიგრძელდა ტრენინგი... მიუხედავად ამისა იყო ძალიან საინტერესო და მრავლის მომცემი პირადად ჩემთვის. დღეს ვიმეცადინეთ საქაღალდის ბლოგზე განთავსებაში. საინტერესო იყო მე-7 მოდული, ანუ "ფასილიტაცია ტექნოლოგიებით". "კარგი კითხვები წარმოაჩენს საინტერესო და ალტერნატიულ ხედვას, პასუხის ძიებისას უბიძგებს ლოგიკური მსჯელობისკენ, დასაბუთებული არგუმენტაციისკენ და, არა მხოლოდ "ჭეშმარიტია" და "მცდარია" ტიპის პასუხების გაცემისკენ. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში". კიდევ ერთხელ დავფიქრდი, თუ რა დიდი როლი აქვს კარგად დაგეგმილ გაკვეთილს, წინასწარ მომზადებულ კითხვებს, მოსწავლეთა მიერ დასმულ შეკითხვებს. მასწავლებელი არის ფასილიტატორი!!!

კონფერენცია

Wednesday, July 1, 2015

ინტელის პროექტი

"მზის სისტემის პლანეტების მოძრაობა"

INTEL-ის პროექტი იყო საინტერესო და მრავლის მომცემი ჩემთვის, რადგან პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.  ტრენინგის მონაწილეებმა შევქმენით ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, განსაზღვრეთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა. შევიმუშავეთ გეგმა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, შევქმენით სასწავლო ნიმუშები, მოსწავლეთა პროექტების შეფასების კრიტერიუმები, გავაკეთეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიო და განვათავსეთ ბლოგზე.  საინტერესო იყო კოლეგებთან აზრების გაზიარება. მადლობა ბატონ ავთოს ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის.

Sunday, June 14, 2015

გამოცდები... გამოცდები...

          დღეს მე-11 კლასელებს ეწყებათ ციებ-ცხელება :) ნუ გეშინიათ ახალგაზრდებო. შეუძახეთ თქვენ საკუთარ თავებს, გაიხსენეთ, რაც გაქვთ ნასწავლი, მობილიზება გაუკეთეთ ცოდნას და არ იჩქაროთ. დრო მაქსიმალურად გამოიყენეთ. ყველაფერი კარგად იქნება.
          სამწუხაროდ ცხოვრება კვლავ გამოცდებს გვიწყობს, უფრო და უფრო რთულს, უფრო მეტად მძიმეს და დასაფიქრებელს. დროა ყველამ ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე მაინც, პური მეპურეს გამოვაცხობიოთ. სპეციალისტების აზრს გავუწიოთ ანგარიში და გავითვალისწინოთ, ერთი კაცი არ არის საქართველო და მის "პოხუნდრიებზე" სიარულმა რა შედეგიც მოიტანა, ბოლო ორმა დღემ, მანამდე ძაღლების თავშესაფარის პირველმა დატბორვამ, კიდევ უფრო ადრე ციხის კადრებმა, უფრო ადრე თბილისის თითქმის ასეთივე ტრაგედიის დროს მისმა მილანურმა შოპინგმა და კიდევ რამდენი რამ შეიძლება ადამიანმა გაიხსენოს, სახეზეა! ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და, ერთხელ და სამუდამოდ, აღდგეს სამართლიანობა!!!
          რამდენიც არ უნდა ვაგინოთ დღევანდელ ხელისუფლებას, არსად წასულა! პასუხისმგებლობას არ გარიდებია! კამერების წინ კოპწიაობა არ დაუწყია! სიტყვები არ შეურჩევია ხალხთან ურთიერთობისას! ამიტომაც გამოვიდა ახალგაზრდობა ქუჩაში და მხარში ამოუდგა საკუთარ ქალაქს! დღეს, მიუხედავად იმ ტრაგედიისა, რომელმაც ყველა ნორმალური ადამიანი შეძრა, ამაყი ვარ!
       

Friday, June 12, 2015

CV ნანა სვანიძე

                                                                    CV
პერსონალური ინფორმაცია
სახელი
ნანა
გვარი
სვანიძე
დაბადების ადგილი/თარიღი
ქ. ფოთი/18/07/1960
ეროვნება
ქართველი
მისამართი
ზ. ჭავჭავაძე 26/123
კონტაქტი
577 67 56 26; 568 26 00 61; 0(431)27-43-04; 0(431)29 59 40;
akotekla@gmail.com
ენები
რუსული; ინგლისური; უკრაინული
კომპიუტერული პროგრამები
Word,  Exel,  internet


განათლება
საშუალო
1967-1972 ქ. ფოთის N2 საშუალო სკოლა; 1972-1977 ქ. ფოთის N10 საშუალო სკოლა.
უმაღლესი
1977-1982 უკრაინა ქ. ხარკოვის მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი; სპეციალობა: ფიზიკოსი, ფიზიკის მასწავლებელი

სამუშაო გამოცდილება

1982-1989 წლის იანვრამდე
ქ. ფოთის საშუალო სკოლა-ინტერნატი; ფიზიკის მასწავლებელი
1989 წლის  იანვრიდან დღემდე
სსიპ ქ. ქუთაისის N14 საჯარო სკოლა; ფიზიკის მასწავლებელი
1997-2007
სპმთპ „სოლიდარობის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი
1997
უმაღლესი კატეგორია
2002
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით „ამერიკის საერთაშორისო სტუმარი“. ამერიკული განათლებისა და პროფკავშირის შესწავლა
2011
სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში და უნარ-ჩვევებში; სერტიფიკატი N0004135
2011
მენტორ-მასწავლებელი
2012
კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი N000465
2013 წლიდან დღემდე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფიზიკის ტრენერი
2014
ილიაუნის კვლევა: „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის გრიფირებული სახელმძღვანელოების ანალიზი“
2014
Successfully attended the Georgian Teachers Programe 2014, held at the European Organization for Nuclear Research, CERN, Geneva, Switzerland, from October 5th to 12th , 2014. This program comprised a total of 36 hours of lectures, visits and hand-on activities.
2015 თებერვალი
Microsoft Innovative Educator; CERTIFICATE OF LEARNING “Teaching with Technology”

Wednesday, June 10, 2015

6-7 ივნისი, 2015წ. X-ბ კლასის ექსკურსია

ქუთაისი-ანანური-ყაზბეგი-გერგეთის სამება-ლარსი-ყაზბეგი-სნო-გუდაური-მლეთა-ლომისა-ბაზალეთი-ნატახტარი-ქუთაისი. აი, ის მარშრუტი, რომელიც ამ ორი დღის განმავლობაში მოვიარეთ. სამწუხაროდ, ჩარგალში ვერ წავედით, რადგან ცუდი კლიმატური პირობების გამო სამანქანო გზა ჩახერგილი იყო. ნანახით ყველა მოსწავლე კმაყოფილი დარჩა. კლასმა მიიღო გადაწყვეტილება ოქტომბრის პირველ დეკადაში წავიდეთ კახეთში და საქართველოს ეს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე მოვინახულოთ.

Sunday, May 31, 2015

INTEL-ის ტრენინგის მეშვიდე დღე


მოდული 5.
მოსწავლეთა პროექტების შეფასება
ამ მოდულში გავეცანით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ჩვენს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავეთ შეფასების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები  ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან, ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად. გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, შევამოწმეთ ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი, თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ჩვენეული ვერსიები;
განვიხილეტ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები;
გავაკეთეთ რეფლექსია შეფასების არსებულ პრაქტიკასა და ფორმებზე;
დავხვეწეთ შეფასების გეგმები;
შევქმენით შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებისთვის;
გადავხედეთ და შევაფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები;
გავაკეთეთ რეფლექსია.
მადლობა ბატონო ავთო გულისხმიერებისთვის.

Thursday, May 28, 2015

აუტანელი სიცხეა ქუთაისში (ასევე მთელ საქართველოში), განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში, როდესაც სკოლაში ვართ. გასაგები მიზეზების გამო, საკლასო ოთახებსა და კაბინეტებში კონდენციონერები არაა დამონტაჟებული, სასმელი წყალი მხოლოდ 4 ოთახშია და მოსწავლეები (და არა მხოლოდ ისინი, არამედ მასწავლებლებიც) ცუდ მდგომარეობაშია. უმეტესობას ძილი ერევათ და ამ დროს შენ, მასწავლებელი დგეხარ და უხსნი... განათლების სამინისტრომ, პარლამენტმა და მთავრობამ ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა შეიგნონ, რომ დიდი სისულელეა ივნისში სწავლა. უმჯობესია სექტემბერში ადრე დავიწყოთ სწავლა , მაგალითად, სექტემბრის პირველ ორშაბათს და დავამთავროთ მაისის ბოლო პარასკევს. უკეთესია, არდადეგები შევამციროთ და ამის ხარჯზე შევასრულოთ ეროვნული სასწავლო გეგმა!!! ხავერდოვანი სეზონი მაინც ფულიანი ხალხისაა და უფრო ასაკოვანი ადამიანების. ბავშვები და მათი მშობლები ივლის-აგვისტოში ისვენებენ (თუ აქვთ ამის საშუალება) და თანახმა არიან სწავლა დაიწყონ პირველ სექტემბერს ან ისე, როგორც ზემოთ დავწერე...

დღეს N40 სკოლაში გამართულ კონფერენციაზე მასწავლებლებმა მთხოვეს ჟურნალში გამომექვეყნებია სტატია, რომელიც მათ წავუკითხე. მე კი გადავწყვიტე პირველ რიგში  თქვენ, ჩემო მეგობრებო გაგიზიაროთ.

                                          პრობლემები და სირთულეები
ფიზიკა ერთ-ერთი უძველესი მეცნიერებაა. ბერძნულიდან „ფიუზის“ ბუნებას ნიშნავს. ბუნებისმეტყველების მეცნიერებათა რიგში ფიზიკა უპირველესია, მაგრამ ძალიან რთული გასაგებად. საქართველოში ფიზიკის სწავლებისადმი მიდგომა არასერიოზულია, თუ არ ვიტყვით უპასუხისმგებლოს. მთელ კურსს ეთმობა 9 კვირეული საათი, მაშინ, როდესაც მხოლოდ მე-10 და მე-11 კლასში ეთმობოდა ამდენივე საათი. როგორც კვლევებმა აჩვენა, ამ სირთულის გამო, ყველაზე ნაკლები რიცხვი აბიტურიენტებისა აბარებს ფიზიკას და, ვინც აბარებს, მათი შედეგებიც არ არის დამაკმაყოფილებელი; ეროვნულ გამოცდებზე ფიზიკას ეთმობა 3 საათი და ქულების მაქსიმუმია 70, მაშინ, როდესაც მათემატიკაში და  გეოგრაფიაშიც კი შემცირდა დავალებების რაოდენობა; ასევეა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე, რისი შედეგიცაა სავალალო მდგომარეობა ამ მხრივ. საქართველოში მხოლოდ 150 ფიზიკის სერტიფიცირებული მასწავლებელია. საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლა ფიზიკისადმი, თორემ მოვა დრო, როცა ფიზიკის მასწავლებელი სანთლით საძებნი იქნება, რადგან უკვე არის ტენდენცია იმისა, რომ ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე ახალგაზრდების რაოდენობა მინიმალურია უგამოცდოდაც (არა მხოლოდ უფასოდ, რასაც მივესალმები!) რომ იყოს ჩარიცხვა! რა გითხრათ, რით გაგახაროთ! როგორ გავუღვივოთ მოსწავლეებს ინტერესი ამ ფუნდამენტალური მეცნიერების მიმართ! მასწავლებლობა ყველაზე დაბალანაზღაურებადი პროფესიაა და მოსწავლეთა უმრავლესობისთვის უინტერესო, ხოლო ფიზიკის მასწავლებლობა -  ორმაგად უინტერესო. საჭიროა სხვანაირი მიდგომა სწავლებისადმი და იქნებ გვეშველოს! 

Wednesday, May 27, 2015

                სასწავლო პროექტი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ნანა სვანიძე
სკოლა
სსიპ N14 საჯარო სკოლა
ქალაქი
ქ. ქუთაისი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
მზის სიტემის პლანეტების მოძრაობა
თემის შინაარსი
კეპლერის კანონები.
საგანი
ფიზიკა
დონე/კლასი  
მე-9 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
6 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
კვლ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების  გამოყენებით.
    შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
·         იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად. 
·         კვლ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებმონაცემებს ან  ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
·         აანალიზებს მონაცემებს  და გამოაქვს დასკვნები;  
·         ადარებს  დასკვნებგამოთქმულ ვარაუდს;
·         განიხილავს  დაკვირვებისა  გაზომვების დროს  გამოვლენილ  მოულოდნელობებს, ცდილობს მათ  ახსნას.
ფიზ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია სხეულთა თანაბარი და არათანაბარი მოძრაობის აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მოიპოვებს ინფორმაციას მზის სისტემის პლანეტების მოძრაობის შესახებ თავისი ღერძისა და მზის გარშემო, ამზადებს რეფერატს;
  • კომუნიკაცია და თანამშრომლობა
  • იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
  •  საინფორმაციო წიგნიერება
          ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით.

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მიზანი: მოსწავლეები წინარე ცოდნაზე დაყრდნობით ახსნიან მზის სისტემის პლანეტების მოძრაობას. წინასწარ ჩატარებული კვლევები მათ საშუალებას მისცემთ ახსნან სამყაროს აგებულება, წარმოშობა, თანამედროვე კვლევები და მზის სისტემის სხეულთა მოძრაობა. იდეებს და აზრებს ნათლად და ეფექტურად გამოხატავენ; მოიპოვებენ ინფორმაციას და ზუსტად და შემოქმედებითად გამოიყენებენ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რატომ არის სამყარო ასეთი?
თემატური კითხვები
რა ფიზიკური კანონები განსაზღვრავს ვარსკვლავების, პლანეტების და სხვა ციური სხეულების თვისებებს?

რა შეიძლება გავიგოთ ჩვენზე გალაქტიკისა და მზის სისტემის შესწავლით?
შინაარსობრივი კითხვები
რა ქმნის გალაქტიკას?
რა არის ვარსკვლავები?
რა არის მზის სისტემა?
როგორ გავიგოთ, რა მანძილზეა დაშორებული ვარსკვლავი დედამიწისგან?
როგორ გავიგოთ, რა მანძილზეა დაშორებული იუპიტერი მზისგან, თუ ვიცით დედამიწის მზისგან დაშორება? კიდევ რისი ცოდნაა ამისთვის აუცილებელი?


შეფასების გეგმა

შეფასების დროის ჩარჩო

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ











ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა.

პროექტის გეგმა;

გონებრივი იერიში;
.
თანასწორთა უკუკავშირი;
თვითშეფასება და რეფლექსია;

რეზიუმეების წერა;

ჯგუფებზე დაკვირვება;
პროგრესის ანგარიშები;
არაფორმალური დაკვირვება და შემთხვევების ჩანიშვნა.


პროდუქტები;
შესრულებები;
წერილობითი ჟურნალები;

ვიდეო და ფოტო ჟურნალები;
პრეზენტაციები.

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
მოსწავლეებს გავაცანი პროექტის გეგმა და ვთხოვე მოეფიქრებინათ მათთვის საინტერესო თემები, ამის გათვალისწინებით საბოოლოოდ შევიმუშავეთ პროექტის გეგმა; ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე გამოვიყენე პროექტის დასაწყისში საკლასო დისკუსიების დროს; გონებრივი იერიში გამოვიყენე პროექტის დასაწყისში მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობის დროს.
პროექტზე მუშაობის პროცესში გამოვიყენე თვითშეფასება და რეფლექსია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მათ, რომ შეაფასონ მათი პროგრესი, აზროვნება და სწავლა, ასევე მოახდინონ რეფლექსია მეთოდების გასაუმჯობესებლად; თანასწორთა უკუკავშირი ეხმარება მოსწავლეებს, რომ გაითავისონ შესრულებული სამუშაოს ხარისხი მათი თანატოლების სამუშაოს შეფასებით; არაფორმალური დაკვირვება და შემთხვევების ჩანიშვნა გამოიყენება ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის დროს, რომელიც გროვდება საქაღალდეში; პროგრესის ანგარიშები გამოიყენება პროექტის ძირითადი ეტაპის დროს. პროგრესის ანგარიშები ეხმარებათ მოსწავლეებს, რომ ასახონ პროგრესი ან თავისთვის განმარტონ სხვადასხვა საკითხი. ანგარიში შეიძლება იყოს სამუშაო ვერსიის, მონაცემების შეჯამების ან სხვა სახით წარმოდგენ.
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ გამოვიყენე პროდუქტები, ანუ მოსწავლის ნამუშევრები; შესრულებები, რომელსაც მოსწავლეები აწყობენ და ასრულებენ სწავლის მიზნით; ვიდეო და ფოტო ჟურნალები, პროგრესის, რეაქციების, რეფლექსიების და უნარის გამოვლენის განვითარების ვიზუალურ დოკუმენტაციას წარმოადგენენ; წერილობითი ჟურნალები, რეფლექსიების გარდა, გამოავლენს სპეციფირი აზროვნების უნარს პროექტის საკვანძო ნაწილებში, მაგრამ დასასრულს ძალიან მნიშვნელოვანია რეფლექსიისთვის; პრეზენტაციები პროდუქტებია, რომელიც საშუალებას იძლევა ანალიზის და დასკვნის გასაკეთებლად.

სხვა საკითხები

საბაზისო უნარ-ჩვევები

 საუბრის და მათემატიკური უნარები;
ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების უნარები;
მახაზების და დიაგრამების შექმნის უნარები.


სასწავლო პროცედურები
1.მოსწავლეთა განწყობა საგაკვეთილო პროცესისადმი (1წუთი); გამოვიყენებ "ყინულის გალღობის" მეთოდს; აქტივობაში ჩართულია  მთელი კლასი;
2.მოსწავლეებს შევახსენებ მრუდწირულ მოძრაობას და მსოფლიო მიზიდულობის კანონს, რომელსაც მოგვიანებით უფრო ღრმად შევისწავლით (3წუთი); გამოვიყენებ მინი ლექციის მეთოდს; აქტივობაში ჩართულია მთელი კლასი;
3.მოსწავლეები გააკეთებენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციებს (29წუთი); მეთოდი -პრეზენტაცია; კლასის ორგანიზების ფორმა ინდივიდუალური, წყვილებში და ტრეადებში; სასწავლო რესურსი: კომპიუტერი, პროექტორი, ცხრილები, ფორმატები;
4.მოსწავლესთან ერთად ავხსნით "კეპლერის კანონებს" (7წუთი); მეთოდი -მინი ლექცია;პროცესში ჩართულია მთელი კლასი; გამოყენებული რესურსები: ცხრილები, დიაგრამები; ფორმულები;
5.ახალი მასალის გასამაგრებლად მოსწავლეებს დავუსვამთ შეკითხვებს (2წუთი); მეთოდი - კითხვა-პასუხი; პროცესში ჩართულია მთელი კლასი;
6.შეფასება (1წუთი) - წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკით გაკეთდება განმავითარებელი შეფასება;
7.თვითშეფასება (1წუთი)
8.საშინაო დავალება (1წუთი).








სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 

 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
    
           ინტერნეტკავშირი
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა

 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
 1.ეროვნული სასწავლო გეგმა
2.გ. გედენიძე, ე. ლაზარაშვილი „ფიზიკა 9“
3.INTEL-ის ტრენინგის მასალები

4.“კვლევები და პროექტები“ ტრენინგის მასალები
ინვენტარი/მასალები
მოსწავლემ დაამზადა მზის სისტემის 3D პოსტერი
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
აბასთუმნის ობსერვატორია