Saturday, July 4, 2015

INTEL-ის ტრენინგის მე-9 დღე

ძალიან გაგვიგრძელდა ტრენინგი... მიუხედავად ამისა იყო ძალიან საინტერესო და მრავლის მომცემი პირადად ჩემთვის. დღეს ვიმეცადინეთ საქაღალდის ბლოგზე განთავსებაში. საინტერესო იყო მე-7 მოდული, ანუ "ფასილიტაცია ტექნოლოგიებით". "კარგი კითხვები წარმოაჩენს საინტერესო და ალტერნატიულ ხედვას, პასუხის ძიებისას უბიძგებს ლოგიკური მსჯელობისკენ, დასაბუთებული არგუმენტაციისკენ და, არა მხოლოდ "ჭეშმარიტია" და "მცდარია" ტიპის პასუხების გაცემისკენ. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში". კიდევ ერთხელ დავფიქრდი, თუ რა დიდი როლი აქვს კარგად დაგეგმილ გაკვეთილს, წინასწარ მომზადებულ კითხვებს, მოსწავლეთა მიერ დასმულ შეკითხვებს. მასწავლებელი არის ფასილიტატორი!!!

3 comments:

  1. ნანა მასწავლებლის პროექტი როგორც ყოველთვის საინტერესო და მრავლისმთქმელი იყო. მე ძალიან ბევრი ახალი რამ შევიტყვე, წარმატებებს გისურვებ ქალბატონო ნანა თქვენ და თქვენ მოსწავლეებს !

    ReplyDelete
  2. ძალიან მომეწონა, წარმატებებს გისურვებ!

    ReplyDelete
  3. დიდი მადლობა ლელა და ელისო. წარმატებები <3

    ReplyDelete