Sunday, May 3, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე...
3 მაისი, 2015 წელი...
მოდული 2; აქტივობა 3: შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა
ნაბიჯი 1. შეფასების სტრატეგიები
განვიხილეთ 5-ვე სტრატეგია და გამოვიყენეთ ისინი ჩვენს  პროექტებში. კერძოდ, მე გავაკეთე დროში გაწელილი შეფასების გეგმა, რომელშიც გავითვალისწინე 5-ვე სტრატეგიიდან პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ ასეთი მეთოდები:
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე:
პროექტის გეგმა;
ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა;
გონებრივი იერიში.
პროექტზე მუშაობის პროცესში:
არაფორმალური დაკვირვება და შემთხვევების ჩანიშვნა;
პროგრესის ანგარიშები;
თანასწორთა უკუკავშირი;
რეზიუმეების წერა;
ჯგუფებზე დაკვირვება;
თვითშეფასება და რეფლექსია.
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ:
პროდუქტები;
შესრულებები;
წერილობითი ჟურნალები;
პრეზენტაციები;
ვიდეო და ფოტო ჟურნალები.
ყველაფერი ეს გადავიტანე პროექტის გეგმაში და მოკლედ აღვწერე თითოეული მეთოდი. სამწუხაროდ, ამის შემდეგ შუქი წავიდა და მუშაობის გაგრძელება ვერ შევძელი. ამიტომაც ამ უკუკავშირს სახლში ვწერ...
 საკმაოდ საინტერესო დღე იყო.
მადლობა ბატონო ავთო.

Saturday, May 2, 2015

ტრენინგის მეორე კვირის პირველი დღე!
მეორე მოდული: სასწავლო პროექტის დაგეგმვა
აქტივობა1: სტანდარტების გათვალისწინება
სასწავლო მიზნებისა და ამოცანების შემუშავების დროს უნდა დავეყრდნოთ ესგ და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, გასაგები და აღქმადი. უნდა მოიაზრებდეს მოსწავლის მიერ საკითხის არსის წვდომას, მაღალი დონის სააზროვნო უნარების გამოყენებით.
აქტივობა2: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
ახლა გავიაზრე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორად კითხვის დასმა, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების ერთმანეთისგან გამიჯვნა.
პროექტის გეგმა განვავრცე ამ კითხვებით. დავასრულე გაზეთი "ვექტორი".
მადლობა ბატონო ავთო.

Sunday, April 26, 2015

INTEL-ის ტრენინგის მეორე დღე: დღეს ქალაქის ჟურნალისტებს (ინიციატორი ქეთი ბერძენიშვილი) ოპერის თეატრის პარკის დასუფთავების აქცია ქონდათ, მე, როგორც ერთ-ერთ მოქალაქეს, მინდოდა ამ აქციაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ტრენინგზე ვარ! აქ კი თავი ჟურნალისტად "ვიგრძენი". დღეს პირველი მოდულის მეოთხე აქტივობა განვიხილეთ: პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე. არჩევანის წინაშე დაგვაყენა ბატონმა ავთომ: ან ბროშურა უნდა მოგვემზადებია, ან გაზეთი. მე გაზეთი ავირჩიე და მოვამზადე 4 სტატია გაზეთ "ვექტორისათვის". ვნახოთ, "საღ" გონებაზე, როგორ მომეწონება ჩემი ნაშრომი.
მადლობა ბატონო ავთო!

Saturday, April 25, 2015

25 აპრილი, 2015წ. INTEL-ის ტრენინგის პირველი დღე.
მიუხედავად ჩემი, არც თუ ისე სახარბიელო ფიზიკური ფორმისა, ტრენინგი საინტერესო იყო და ბევრის მომცემი. განვიხილეთ ტრენინგ-მოდულები და პირველი მოდულის სამი აქტივობა. შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე და მასში განვათავსეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, გავიხსენეთ შერჩევით მონიშვნა. განსაკუთრებით გავამახვილეთ ყურადღება პროექტით სწავლების მიზნებზე და ამოცანებზე. საინტერესო დღე იყო. იმედია, მომდევნო ტრენინგები ჩემთვის ასევე საინტერესო და მრავლისმომცემი იქნება.
მადლობა ბატონო ავთო!

Friday, August 15, 2014

               
BLOGSPOT.COM
                            პრობლემები ფიზიკის სწავლების პროცესში
       ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით ფიზიკის სწავლებას, რომელიც მერვე კლასიდან იწყება, წინ უძღვის ე.წ. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საფუძვლები (3 საათი), რომელიც ითვალისწინების ფიზიკის შემდეგი საკითხების შესწავლას:
ნივთიერების ატომურ-მოლეკულური სტრუქტურა.
აირების, სითხეებისა და მყარი სხეულების თვისებები და ატომურ-მოლეკულური სტრუქტურა.
დიფუზია. დიფუზია აირებში, სითხეებსა და მყარ სხეულებში. ტემპერატურის გავლენა დიფუზიაზე.
ბროუნის მოძრაობა.
მასა, მასის ერთეული.
ნივთიერების სიმკვრივე, სიმკვრივის ერთეული.
მოცულობის გაზომვა მენზურის გამოყენებით. მასის გაზომვა სასწორით.
სხეულთა ურთიერთქმედება: უშუალო (მოქაჩვა, ბიძგი) და მანძილზე ურთიერთქმედება (მაგნიტური და გრავიტაციული).
ძალა, როგორც ვექტორი. ერთი წრფის გასწვრივ მოქმედი ძალების შეკრება.
დინამომეტრი, ძალის გაზომვა, ძალის ერთეული-ნიუტონი
სიმძიმის, ხახუნის, დრეკადობის ძალები, ჰუკის კანონი. სიხისტე.
ხახუნის კოეფიციენტი.
წნევა. წნევის ერთეული. აირის წნევა. წნევა სითხეებში, პასკალის კანონი. ჰიდროსტატიკური წნევა. ზიარჭურჭელი. ჰიდრავლიკური მანქანა. ატმოსფერული წნევა, ტორიჩელის ცდა. ბარომეტრი, მანომეტრი.
ამომგდები ძალა, არქიმედეს კანონი. სხეულთა ტივტივი, ცურვა, ჩაძირვა.
გარდამავალ ეტაპზე მერვე კლასში მისაღწევი შედეგები
ფიზ.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია მექანიკური მუშაობის, სიმძლავრისა და მექანიკური ენერგიის შესახებ მსჯელობა.
ფიზ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია სხეულთა წონასწორობის და მარტივი მექანიზმების მოქმედების პრინციპის დახასიათება.
ფიზ.VIII.7.მოსწავლეს შეუძლია მარტივი ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა.
ფიზ.VIII.8.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები და ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა.
ფიზ.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია ენერგიის ფორმებისა და წყაროების შესახებ მსჯელობა.
 ვერ მიიღწევა  ზევით მოტანილი შინაარსის გარეშე შეუძლებელია, რასაც ფაქტიურად მთელი პირველი სემესტრი დაჭირდება და, ესეც ძალიან დაჩქარებულ ტემპში. რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ დაგვეგეგმა სასწავლო პროცესი, მივიღეთ დაგვიანებით, სკოლაში უკვე საათები იყო განაწილებული და ვერ მოხერხდა დამატებითი საათების მოძიება. ამ პროგრამის ასათვისებლად მერვე კლასელ მოსწავლეს, როგორც მინიმუმ, კვირაში 3 საათი მაინც ჭირდება (უმჯობესია 4 საათი). ფიზიკის გაკვეთილი მარტო თეორია არ არის. საჭიროა ექსპერიმენტების ჩატარება, ამოცანების ამოხსნა, პროექტების მომზადება, დამატებითი ინფორმაციის მოძიება, რათა მოსწავლისთვის ეს ფუნდამენტური მეცნიერება არ იყოს მოსაწყენი და გახდეს, პირიქით, სახალისო.
რაც შეეხება მეათე კლასს. აქაც პროგრამაში შეუსაბამობაა. მანამ სანამ ფიზ.X შედეგებზე გასვლას შევძლებთ, ჩვენ მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ დამატებით
ფიზ.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია მექანიკური მუშაობის, სიმძლავრისა და მექანიკური ენერგიის შესახებ მსჯელობა.
ფიზ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია სხეულთა წონასწორობის და მარტივი მექანიზმების მოქმედების პრინციპის დახასიათება.
ფიზ.VIII.7.მოსწავლეს შეუძლია მარტივი ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა.
ფიზ.VIII.8.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები და ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა.
ფიზ.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია ენერგიის ფორმებისა და წყაროების შესახებ მსჯელობა.
რასაც ჭირდება როგორც მინიმუმ 2 თვე, ანუ პირველი სემესტრის ნახევარზე მეტი და ამის შემდეგ უნდა გადავიდეთ
ფიზ. X. 5. მოსწავლეს შეუძლია ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა.
ფიზ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია ფიზიკაში მეცნიერული აღმოჩენების დაკავშირება ყოველდღიურობასთან.
ამას ემატება მეცნიერული კვლევა-ძიება, რომლის საშუალებაც, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში გვაქვს აინშტაინის ლაბორატორია, მაინც ბოლომდე არაა შესაძლებელი, რამეთუ ხელსაწყოთა უმრავლესობა თითქმის გამოუსადეგარია. ძველი ხელსაწყოებით უკეთეს შედეგს ვაღწევთ, ვიდრე ამ „ბრჭყვიალა“ სათამაშოებით. თან მუდმივი დენის წყარო (ან ნორმალური ტრანსფორმატორი მაინც), რომლითაც რამდენიმე სამუშაო მაგიდა იქნებოდა უზრუნველყოფილი, არ გვაქვს. მეათე კლასში 2 საათი არათუ საკმარისი არ არის, არამედ კატასტროფულად არ კმარა. უმჯობესია თუ იქნება კვირაში მინიმუმ 3 საათი.
ახლა რაც შეეხება შეუსაბამობას მათემატიკის სწავლებასა და ფიზიკის სწავლებას შორის. მათემატიკა ფიზიკის ენაა და ამის გამო ხშირად „დამუნჯებული“ ვართ ფიზიკის გაკვეთილებზე. ჩვენ მოსწავლეებს უკვე მერვე კლასში უნდა ვასწავლოთ ვექტორული სიდიდეები, მეცხრე კლასში გვჭირდება კვადრატული ფუნქცია და მისი გრაფიკი, მე-11 კლასში ტრიგონომეტრიული ფუნქციები, თუმცა ტრიგონომეტრიის რაღაც საწყისი, უმარტივესი ფორმულები უკვე მე-9 კლასში უნდა მივაწოდოთ მოსწავლეებს. ამიტომ ჯერ მათემატიკის ახსნა გვიწევს, შემდეგ კი ფიზიკის და ეს ყველაფერი ძირითადად 2 საათიანი დატვირთვით (გარდა მე-9 კლასისა, სადაც 3 საათია). ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ჩემი აზრით, დასახვეწია პროგრამები, საგანთა შორის კავშირები და უნდა გაიზარდოს ფიზიკის სწავლების საათობრივი დატვირთვა.
პატივისცემით ნანა სვანიძე.

ქ. ქუთაისი, სსიპ #14 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.