Friday, July 24, 2015
Sunday, July 19, 2015
55/33
2015 წლის 18 ივლისი, 00.00! ნონა, ლელა და თამრიკო! დიდი მადლობა გოგოები რომ გამილამაზეთ ეს დღე! ხუმრობა საქმე არ არის, 55/33!!! ანუ 55 წელი დაბადებიდან
და
33 წელი
სკოლაში!
ლამაზი
თარიღია,
დამეთანხმეთ.
მანამდე
კი,
ჯერ
კიდევ
17 ივლისს
ჩემმა
საყვარელმა
და
ძველმა
მეგობარმა,
მერიკომ,
ყველას
დაასწრო
"ახალი
სამყაროდან"
ანუ
აშშ-დან და მომილოცა
ეს
დღე.
ყოველთვის
ვაგვიანებდი
და დღეს გადავწყვიტე ყველას დავასწროო :)
ЕСЛИ БЫ 21 ГОД НАЗАД У МОЕЙ ПОДРУГИ НЕ ХВАТИЛО БЫ МУЖЕСТВА И ОТВАГИ
ВЗВАЛИТЬ НА СЕБЯ МОЕ РАСПОТРОШЕННОЕ ТЕЛО И ВЫВЕЗТИ МЕНЯ В РОССИЮ ДЛЯ
СПАСЕНИЯ,МОИ ДЕТИ ОСТАЛИСЬ БЫ СИРОТАМИ,Я БЫ НЕ УВИДЕЛА СВОИХ ВНУКОВ,НИКОГДА БЫ
УЗНАЛА,ЧТО ЕСТЬ НА ПЛАНЕТЕ ОБЕТОВАННАЯ ЗЕМЛЯ АМЕРИКА..ВСЕ БЛАГОДАРЯ ЕЙ!..НЕ
МОГУ НЕ ДУМАТЬ ОБ ЭТОМ,НЕ БЛАГОДАРИТЬ ЕЕ В СВОИХ МОЛИТВАХ..
НАНЧО ТЫ МОЯ,УВАЖАЕМАЯ НАНА ВАЖАЕВНА!С ДНЁМ РОЖДЕНИЯ ТЕБЯ! ЖЕЛАЮ ТЕБЕ ЗДОРОВЬЯ И БОЖЬЕЙ МИЛОСТИ И БЛАГОДАТИ НА ДОЛГИЕ ГОДЫ ЖИЗНИ!
НАНЧО ТЫ МОЯ,УВАЖАЕМАЯ НАНА ВАЖАЕВНА!С ДНЁМ РОЖДЕНИЯ ТЕБЯ! ЖЕЛАЮ ТЕБЕ ЗДОРОВЬЯ И БОЖЬЕЙ МИЛОСТИ И БЛАГОДАТИ НА ДОЛГИЕ ГОДЫ ЖИЗНИ!
მადლობა მერიკო! მე ყველას ვეუბნებოდი და დღესაც იმავეს ვიმეორებ: ყველა
მეგობარი ასე მოიქცეოდა! მიყვარხარ მერიკო!
18 ივლისის 00.00-დან არ გასულა არც ერთი წუთი, რომ თქვენ, მეგობრებო,
ჩემთვის ან არ მოგეწერათ კედელზე, პირადში, ფორუმზე, სხვა ქსელებზე, არ დაგერეკათ როგორც
მობილურზე, ასევე სახლის ნომერზე! ყველას დიდი მადლობა! თქვენ გამილამაზეთ ეს დღე!
მერიკოს პოსტზე მისი პირადი და ჩემი მეგობრებიც მილოცავდით! მადლობა!
ყველას დიდი მადლობა! ჩემი სურვილი იყო და არის კარგად მიმყოფოს ღმერთმა
ჩემი ოჯახი (შვილები, შვილიშვილები, და, დედა, ნათესავები), ჩემი მეგობრები, კოლეგები
და, რა თქმა უნდა, ჩემი მოსწავლეები!!! ამ უსაზღვროდ ბევრი მოლოცვიდან 90% ჩემს მოსწავლეებზე
მოდის, მათზე, ვისაც ამ 33 წლის განმავლობაში ვასწავლიდი და იმათზე, ვისაც დღეს ვასწავლი.
ვთვლი, ცხოვრებამ ფუჭად არ ჩაიარა!
მიყვარხართ!!!
Saturday, July 4, 2015
INTEL-ის ტრენინგის მე-9 დღე
ძალიან გაგვიგრძელდა ტრენინგი... მიუხედავად ამისა იყო ძალიან საინტერესო და მრავლის მომცემი პირადად ჩემთვის. დღეს ვიმეცადინეთ საქაღალდის ბლოგზე განთავსებაში. საინტერესო იყო მე-7 მოდული, ანუ "ფასილიტაცია ტექნოლოგიებით". "კარგი კითხვები წარმოაჩენს საინტერესო და ალტერნატიულ ხედვას, პასუხის ძიებისას უბიძგებს ლოგიკური მსჯელობისკენ, დასაბუთებული არგუმენტაციისკენ და, არა მხოლოდ "ჭეშმარიტია" და "მცდარია" ტიპის პასუხების გაცემისკენ. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში". კიდევ ერთხელ დავფიქრდი, თუ რა დიდი როლი აქვს კარგად დაგეგმილ გაკვეთილს, წინასწარ მომზადებულ კითხვებს, მოსწავლეთა მიერ დასმულ შეკითხვებს. მასწავლებელი არის ფასილიტატორი!!!
Wednesday, July 1, 2015
ინტელის პროექტი
"მზის სისტემის პლანეტების მოძრაობა"
INTEL-ის პროექტი იყო საინტერესო და მრავლის მომცემი ჩემთვის, რადგან პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ტრენინგის მონაწილეებმა შევქმენით ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, განსაზღვრეთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა. შევიმუშავეთ გეგმა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, შევქმენით სასწავლო ნიმუშები, მოსწავლეთა პროექტების შეფასების კრიტერიუმები, გავაკეთეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიო და განვათავსეთ ბლოგზე. საინტერესო იყო კოლეგებთან აზრების გაზიარება. მადლობა ბატონ ავთოს ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის.

Subscribe to:
Posts (Atom)