Thursday, December 31, 2015
Wednesday, December 30, 2015
გილოცავთ შობა-ახალ წელს!
რას ველოდებოდით და რა მივიღეთ 2015 წლისგან? არის თუ არა ყოველთვის ჩვენი მოლოდინი ჩვენს შესაძლებლობებთან პირდაპირპროპორციული? ვართ კი თვითკრიტიკულნი? სხვის განსჯას არაფერი უნდა, ძნელია საკუთარ თავში მოძებნო "დამნაშავე".
მთელი წელი რომ გითხრათ, ფუტკარივით ვშრომობდითქო, მაინც არ დამიჯერებთ და მართალიც იქნებით. სიზარმაცე ხშირად მსტუმრობს ხოლმე, ზოგჯერ ცოტა დეპრესიულიც ვარ, ზოგჯერ ინდიფერენტულიც, მაგრამ ეს ისევე მალე მთავრდება, როგორც იწყება. თუ საქმეს ხელს მოვკიდებ, აუცილებლად ბოლომდე მივიყვან. ასეთი ხასიათი მაქვს. შუა გზაზე ვერ გავჩერდები.
როგორც ფიზიკის მასწავლებელმა სექტემბრიდან დღემდე მხოლოდ ეს შევძელი:
1.mastsavlebeli.ge - პუბლიკაცია „პროექტით სწავლების უპირატესობა ფიზიკის
გაკვეთილებზე“ Nana Svanidze to Mastsavlebeli.Ge - ინტერნეტგაზეთი "მასწავლებელი"

N14 საჯარო სკოლა: ფიზიკა - 13 საათი, ასტრონომია - 2 საათი.
N41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა: ფიზიკა - 5 საათი.
1.mastsavlebeli.ge - პუბლიკაცია „პროექტით სწავლების უპირატესობა ფიზიკის
გაკვეთილებზე“ Nana Svanidze to Mastsavlebeli.Ge - ინტერნეტგაზეთი "მასწავლებელი"
2.მასწავლებელთა IV საუნივერსიტეტო კონფერენცია „უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“ - სერტიფიკატი
3.მასწავლებელთა მე-3 ეროვნული კონფერენცია
4.ინტეგრირებული პროექტი „ტრანსპორტირების უსაფრთხოების
ადვოკატირება“ - პროექტის ავტორი
5.ფასილიტატორთა ტრენინგი
6.მასწავლებელთა დახმარება თვითშეფასების კითხვარის
შევსებისას
7.მოსწავლეთა 70-ე ეროვნული კონფერენცია
8.მედიაწიგნიერებაში გაკვეთილის გეგმა
9.პორტფოლიოს საფუძველზე 6 კრედიტ-ქულა
როგორც დედამ, შვილმა, დედამთილმა, ბებიამ, დამ, მეგობარმა რა და როგორ გავაკეთე, ეს არ უნდა იყოს განხილვის თემა. მე მაინც მუდამ უკმაყოფილების გრძნობა მაქვს. ვხედავ, მეტი შემეძლო და ბოლომდე არ დავიხარჯე.
მაძლიერებს ჩემი შვილების წარმატებები, ისევე, როგორც ყველაზე მეტად მტკივა მათი ტკივილი; მაძლიერებს ჩემი მეგობრების მხარში დგომა, ღმერთმა კარგად მიმყოფოს მათი თავი; მახარებს ჩემი მოსწავლეების მცირედი წარმატებაც; მათი ყურადღება მალამოსავით მედება გულზე. 34 წლის მანძილზე ათასობით მოსწავლემ გაიარა ჩემს ხელში, მიუხედავად ყველაფრისა, ყველა მიყვარს! თქვენია მომავალი და მიხედეთ საქართველოს!
ყველას გილოცავთ ახალი 2016 წლის შემობრძანებას!
Sunday, December 13, 2015
Subscribe to:
Posts (Atom)