Friday, August 15, 2014
BLOGSPOT.COM
პრობლემები
ფიზიკის სწავლების პროცესში
ახალი
ეროვნული სასწავლო გეგმით ფიზიკის სწავლებას, რომელიც მერვე კლასიდან იწყება, წინ უძღვის
ე.წ. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საფუძვლები (3 საათი), რომელიც ითვალისწინების
ფიზიკის შემდეგი საკითხების შესწავლას:
ნივთიერების ატომურ-მოლეკულური სტრუქტურა.
აირების, სითხეებისა და მყარი სხეულების თვისებები
და ატომურ-მოლეკულური სტრუქტურა.
დიფუზია. დიფუზია აირებში, სითხეებსა და მყარ
სხეულებში. ტემპერატურის გავლენა დიფუზიაზე.
ბროუნის მოძრაობა.
მასა, მასის ერთეული.
ნივთიერების სიმკვრივე, სიმკვრივის
ერთეული.
მოცულობის გაზომვა მენზურის
გამოყენებით. მასის გაზომვა სასწორით.
სხეულთა ურთიერთქმედება: უშუალო
(მოქაჩვა, ბიძგი) და მანძილზე ურთიერთქმედება (მაგნიტური და გრავიტაციული).
ძალა, როგორც ვექტორი.
ერთი წრფის გასწვრივ მოქმედი ძალების შეკრება.
დინამომეტრი, ძალის გაზომვა, ძალის
ერთეული-ნიუტონი
სიმძიმის, ხახუნის, დრეკადობის
ძალები, ჰუკის კანონი. სიხისტე.
ხახუნის კოეფიციენტი.
წნევა. წნევის ერთეული. აირის
წნევა. წნევა სითხეებში, პასკალის კანონი. ჰიდროსტატიკური წნევა. ზიარჭურჭელი.
ჰიდრავლიკური მანქანა. ატმოსფერული წნევა, ტორიჩელის ცდა. ბარომეტრი, მანომეტრი.
ამომგდები ძალა, არქიმედეს კანონი.
სხეულთა ტივტივი, ცურვა, ჩაძირვა.
გარდამავალ ეტაპზე
მერვე კლასში მისაღწევი შედეგები
ფიზ.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია
მექანიკური მუშაობის, სიმძლავრისა და მექანიკური ენერგიის შესახებ მსჯელობა.
ფიზ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია
სხეულთა წონასწორობის და მარტივი მექანიზმების მოქმედების პრინციპის დახასიათება.
ფიზ.VIII.7.მოსწავლეს შეუძლია
მარტივი ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა.
ფიზ.VIII.8.მოსწავლეს შეუძლია
აღწეროს ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები და ერთი აგრეგატული
მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა.
ფიზ.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია ენერგიის
ფორმებისა და წყაროების შესახებ მსჯელობა.
ვერ მიიღწევა ზევით მოტანილი შინაარსის გარეშე შეუძლებელია, რასაც
ფაქტიურად მთელი პირველი სემესტრი დაჭირდება და, ესეც ძალიან დაჩქარებულ ტემპში. რეკომენდაციები
იმის შესახებ, თუ როგორ დაგვეგეგმა სასწავლო პროცესი, მივიღეთ დაგვიანებით, სკოლაში
უკვე საათები იყო განაწილებული და ვერ მოხერხდა დამატებითი საათების მოძიება. ამ პროგრამის
ასათვისებლად მერვე კლასელ მოსწავლეს, როგორც მინიმუმ, კვირაში 3 საათი მაინც ჭირდება
(უმჯობესია 4 საათი). ფიზიკის გაკვეთილი მარტო თეორია არ არის. საჭიროა ექსპერიმენტების
ჩატარება, ამოცანების ამოხსნა, პროექტების მომზადება, დამატებითი ინფორმაციის მოძიება,
რათა მოსწავლისთვის ეს ფუნდამენტური მეცნიერება არ იყოს მოსაწყენი და გახდეს, პირიქით,
სახალისო.
რაც შეეხება მეათე კლასს. აქაც პროგრამაში შეუსაბამობაა.
მანამ სანამ ფიზ.X შედეგებზე გასვლას შევძლებთ, ჩვენ მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ დამატებით
ფიზ.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია
მექანიკური მუშაობის, სიმძლავრისა და მექანიკური ენერგიის შესახებ მსჯელობა.
ფიზ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია
სხეულთა წონასწორობის და მარტივი მექანიზმების მოქმედების პრინციპის დახასიათება.
ფიზ.VIII.7.მოსწავლეს შეუძლია
მარტივი ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა.
ფიზ.VIII.8.მოსწავლეს შეუძლია
აღწეროს ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები და ერთი აგრეგატული
მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა.
ფიზ.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია ენერგიის
ფორმებისა და წყაროების შესახებ მსჯელობა.
რასაც ჭირდება როგორც მინიმუმ 2 თვე, ანუ პირველი
სემესტრის ნახევარზე მეტი და ამის შემდეგ უნდა გადავიდეთ
ფიზ. X. 5. მოსწავლეს შეუძლია ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა.
ფიზ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია ფიზიკაში მეცნიერული აღმოჩენების დაკავშირება ყოველდღიურობასთან.
ამას ემატება მეცნიერული კვლევა-ძიება, რომლის საშუალებაც, მიუხედავად იმისა,
რომ სკოლაში გვაქვს აინშტაინის ლაბორატორია, მაინც ბოლომდე არაა შესაძლებელი, რამეთუ
ხელსაწყოთა უმრავლესობა თითქმის გამოუსადეგარია. ძველი ხელსაწყოებით უკეთეს შედეგს
ვაღწევთ, ვიდრე ამ „ბრჭყვიალა“ სათამაშოებით. თან მუდმივი დენის წყარო (ან ნორმალური
ტრანსფორმატორი მაინც), რომლითაც რამდენიმე სამუშაო მაგიდა იქნებოდა უზრუნველყოფილი,
არ გვაქვს. მეათე კლასში 2 საათი არათუ საკმარისი არ არის, არამედ კატასტროფულად არ
კმარა. უმჯობესია თუ იქნება კვირაში მინიმუმ 3 საათი.
ახლა რაც შეეხება შეუსაბამობას მათემატიკის სწავლებასა და ფიზიკის სწავლებას
შორის. მათემატიკა ფიზიკის ენაა და ამის გამო ხშირად „დამუნჯებული“ ვართ ფიზიკის გაკვეთილებზე.
ჩვენ მოსწავლეებს უკვე მერვე კლასში უნდა ვასწავლოთ ვექტორული სიდიდეები, მეცხრე კლასში
გვჭირდება კვადრატული ფუნქცია და მისი გრაფიკი, მე-11 კლასში ტრიგონომეტრიული ფუნქციები,
თუმცა ტრიგონომეტრიის რაღაც საწყისი, უმარტივესი ფორმულები უკვე მე-9 კლასში უნდა მივაწოდოთ
მოსწავლეებს. ამიტომ ჯერ მათემატიკის ახსნა გვიწევს, შემდეგ კი ფიზიკის და ეს ყველაფერი
ძირითადად 2 საათიანი დატვირთვით (გარდა მე-9 კლასისა, სადაც 3 საათია). ყველაფერი
ამის გათვალისწინებით, ჩემი აზრით, დასახვეწია პროგრამები, საგანთა შორის კავშირები
და უნდა გაიზარდოს ფიზიკის სწავლების საათობრივი დატვირთვა.
პატივისცემით ნანა სვანიძე.
ქ. ქუთაისი, სსიპ #14 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.
Subscribe to:
Posts (Atom)