Friday, May 25, 2012

სასწავლო პროექტი: ელექტროენერგიის დაზოგვა


პროექტის მთავარი იდეა:  ელექტროენერგიის გადასახადი ყველა ოჯახის ბიუჯეტის ნაწილია. მოსწავლეც ოჯახის წევრია და მისი დაინტერესება ელექტროენერგიის ეკონომიურ ხარჯვასთან, ხელს შეუწყობს მას არა მხოლოდ დენის კანონების შესწავლის პროცესში, არამედ ამ კანონების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების დროსაც.

პროექტის აქტუალობა: ელექტროენერგიის დაზოგვა ყოველი ადამიანისათვის აქტუალურია, ხოლო როდესაც მოსწავლე ამ საქმეში თავის მნიშვნელობას შეიცნობს და ადგილს იპოვის, ეს მას განუვითარებს სხვადასხვა უნარ–ჩვევებს.

პროექტის მიზანი: ელექტრული დენის კანონების შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება.

მონაწილეთა ასაკი: მეათე კლასის მოსწავლეები(15–17 წელი) და მათი მშობლები.

პროექტის ხანგრძლივობა: 2012 წლის ოქტომბერი – 2013 წლის იანვარი.


მოსალოდნელი შედეგები: კომუნიკაციის გაუმჯობესება მოსწავლეებს შორის;
                                                  მუდმივი დენის კანონების უკეთ შესწავლა;
                                                   გამტარების შეერთების შესწავლა;
                                                   ელექტროენერგიის ღირებულების გამოანგარიშება;
                                                   ელექტროენერგიის ღირებულების შემცირების გზების ძიება;
                                                   მშობლებისთვის რეკომენდაციების მომზადება.


პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: მე–10 კლასის სახელმძღვანელო;
                                                  ელექტროტექნიკის სახელმძღვანელო; მასალები
                                                  ინტერნეტიდან.


პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
1. თითოეული მოსწავლე აღწერს თავისი ბინის ელექტროგაყვანილობას;
2.მოსწავლე ადგენს გაყანილობის სქემას;
3.მოსწავლე შეისწავლის თავისი ოჯახის ელექტრომომხმარებელთა სიმძლავრეებს;
4.მოსწავლე 1 თვის განმავლობაში აკვირდება ელექტროხელსაწყოთა დატვირთვას;
5.მოსწავლის მშობელი შვილს ატყობინებს მისი არყოფნის დროს ხელსაწყოთა დატვირთვას;
6.კვირის დასაწყისში და ბოლოს მოსწავლე ამოიწერს ელექტრომრიცხველის ჩვენებას და გამოთვლის დახარჯულ ელექტროენერგიას;
7.4 კვირის განმავლობაში ატარებს მონიტორინგს;
8.მოსწავლე აკეთებს ანალიზს და დაიანგარიშებს ელექტროენერგიის ღირებულებას;
9.მოსწავლე მშობლისთვის ამზადებს რეკომენდაციას ელექტროენერგიის მომხმარებელთა მუშაობის რეჟიმის შესახებ;
10.4 თვის განმავლობაში ატარებს მონიტორინგს;
11.მოსწავლე გამოიანგარიშებს საშუალოდ თვეში ელექტროენერგიის ღირებულებას;
12. მოსწავლე დასახავს ამოცანას შეცვალოს მის ბინაში მომხმარებელთა რაოდენობა, მათი ჩართვის გზები და მიაღწიოს ელექტროენერგიის ეკონომიას;
13. მოსწავლეები ცვლიან ინფორმაციას გაწეული მუშაობის შესახებ;
14.მოსწავლეები ადგენენ მოხმარებული ელექტროენერგიის 4 თვეზე გაწერით დიაგრამებს;
15.მოსწავლეები აწყობენ პროექტის პრეზენტაციას.

პროექტის ხელმძღვანელი: ქ. ქუთაისის სსიპ #14 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ნანა სვანიძე

ელექტრონული ფოსტა:akotekla@gmail.com


პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:akoteklafizika.blogspot.com
dRes fizikaSia gamocda. yoCaR Cvens moswavleebs. ar velodi iseTi Sedegebia. madloba facebooks:)))

Wednesday, May 23, 2012

hi friends! me var akotekla da mainteresebs Tqveni mosazrebebi Tanamedrove fizikis Sesaxeb da mec gagiziarebT Cems mokrZalebul gamocdilebas.